Sky Sports: ტურეს გადაბირება ორ ინგლისურ კლუბს სურს
Sky Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” მიერ დაწუნებული ნახევარმცველის, იაია ტურეს მიმართ ინტერესი “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ხელმძღვანელებმა გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ აფრიკელ ფეხბურთელს საკმაოდ ცუდი ურთიერთობა აქვს “მანჩესტერ სიტის” ახალ მთავარ მწვრთნელთან, პეპ გვარდიოლასთან – პრემიერ ლიგაში 3 ტური ჩატარდა, თუმცა იაიას დებიუტი ახალ სეზონში ჯერ არ შემდგარა.
ყველაფერთან ერთად, “ბარსელონას” ყოფილმა თავკაცმა ტურე ჩემპიონთა ლიგის 23-კაციან განაცხადშიც არ შეიყვანა.
ამ ყველაფრის შემდეგ, კოტ-დ’იუვარელი ფეხბურთელის აგენტმა, დიმიტრი სელუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის გადაბირებით რამოდენიმე ინგლისური და ამერიკული კლუბია დაინტერესებული. Sky-ს ცნობით, ინგლისურ კლუბებში სელუკმა სწორედ “მანჩესტერი” და “არსენალი” იგულისხმა.