სლავენ ბილიჩი: “არბელოა ჩვენთვის ბრწყინვალე ვარიანტი იყო”
“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა ალვარო არბელოას ტრანსფერზე ისაუბრა, რომელიც გასული სეზონის ბოლოს გამოემშვიდობა მადრიდულ “რეალს”.
“მისი სივი უმაღლესი დონისაა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. არბელოას “ლივერპულის” რიგებშიც აქვს ნათამაშები, რაც იმას ნიშნავს, რომ ინგლისური ფეხბურთი მისთვის ნაცნობია.
მან “რეალში” 10 წელი დაჰყო და ყველაფერი მოიგო. ჩვენ მისი პოზიციის გაძლიერება ძალიან გვჭირდებოდა და სწორედ ამ დროს გამოჩნდა ისიც. არბელოა ჩვენთვის უნაკლო ვარიანტი იყო.
როგორც ყველა, ჩვენც ვუყურებდით “რეალის” თამაშებს. ის დიდებული პროფესიონალია, ფეხბურთელი უდიდესი გამოცდილებით.”