სლავენ ბილიჩი: “ჰარტი მეტს იმსახურებს”
“ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი, სლავენ ბილიჩი თვლის, რომ გულშემატკივრები ჯო ჰარტს ხშირ შემთხვევაში უსაფუძვლოდ აკრიტიკებენ და რომ ინგლისელი მეკარე გაცილებით მეტ პატივისცემას იმსახურებს.
“ვფიქრობ, ხალხი მას სათანადოდ არ აფასებს. სლოვენიასთან გამართული მატჩი ვნახე, ჯო ჰარტი საუკეთესო იყო იმ თამაშში. თუმცა კომენტატორი მსგავსად ნამდვილად არ ფიქრობდა.
ამბობთ პენალტი იყოო, როცა არ ყოფილა (ჯო ჰარტის კართან). ეს რომ სხვა მეკარე ყოფილიყო, სხვას რომ ეთამაშა ასე არავინ იტყოდა, რომ თერთმეტმეტრიანი უნდა დანიშნულიყო. ასეთი გრძნობა მეუფლება ამ ყველაფრის შემხედვარე, ის მეტს იმსახურებს.
ვფიქრობ, ის ადვილი სამიზნეა ყველასთვის. სინამდვილეში, მშვენიერი პიროვნებაა და არავის ხელს არ უშლის. ვაფასებ, რომ ყველაფერს ღირსეულად ხვდება, ის ნამდვილი პროფესიონალია,” – აცხადებს ხორვატი სპეციალისტი.