სლავენ ბილიჩი: “კოშტა მანამდე უნდა გაეგდოთ მოედნიდან, სანამ გამარჯვების გოლს გაიტანდა”
“ვესტ ჰემის” მთავარმა მწვრთნელმა “ჩელსისთან”, “სტემფორდ ბრიჯზე” წაგებული მატჩის შემდეგ, მსაჯების მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კოშტა მოედნიდან მანამდე უნდა გაეძევებინათ, სანამ ის გამარჯვების გოლის გატანას შეძლებდა.
“დიეგო კოშტა უკვე იყო გაფრთხილებული და როდესაც ასეთი ფეხბურთელი მეკარეზე შეტევას განახორციელებს, მან 10-დან 9 შემთხვევაში წითელი ბარათი უნდა მიიღოს.
ჩვენდა საუბედუროდ, ეს ის მეათე შემთხვევა გამოდგა. მაგრამ, მე თამაშზე საუბარი უფრო მინდა, ვიდრე დიეგო კოშტაზე.
თამაშში დაბრუნება მოვახერხეთ, კარგად ვთამაშობდით, თუმცა შემდგომ შეცდომა დავუშვით. კოშტას მოქმედებაზე უფრო მეტად ამ გოლმა გამაღიზიანა. იმედგაცრუებული ვარ.”