ოფიციალურად: სლავენ ბილიჩმა ახალი კლუბი იპოვა
ხორვატიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, სლავენ ბილიჩმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაითხოვეს “ვესტ ბრომიდან”, ახალი კლუბი უკვე იპოვა.
52 წლის გამოცდილი სპეციალისტი ამიერიდან ჩინური კლუბის, “ბეიჯინგ გუოანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს. ბილიჩი ბრუნო ჟენეზიოს შეცვლის.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, სლავენ ბილიჩმა “ბეიჯინგ გუოანთან” ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ჩინური კლუბი სუპერ ლიგის ბ ჯგუფში მეორე პოზიციას იკავებს სატურნირო ცხრილში.
შეგახსენებთ, რომ სლავენ ბილიჩის მეთაურობით “ვესტ ბრომვიჩი” საკმაოდ ცუდ შედეგებს აჩვენებდა. ხორვატი სპეციალისტი 16 დეკემბერს გაუშვეს “ალბიონიდან”. მაშინ “ვესტ ბრომი” სატურნირო ცხრილში მე-19 პოზიციას იკავებდა 13 მატჩში მოპოვებული 7 ქულით.
We are honored to announce a 2-year contract with our new first team coach Mr. Slaven Bilić and coach team, welcome to Beijing. pic.twitter.com/ICjpusMXsK
— Beijing Sinobo Guoan (@FCBeijingGuoan) January 6, 2021