სლავენ ბილიჩმა მომავალზე საუბარს თავი აარიდა
“მიდლსბროსთან” საშინაო არენაზე გამართული მატჩისა (1-1) და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის მე-17 ადგილზე ამოცოცვის შემდეგ, სლავენ ბილიჩმა პრესასთან ისაუბრა.
“კარგად ვიცი, რა ხდება ახლა ჩვენს თავს. ამ საქმეში ახალი არ ვარ და ვიცი როგორც მუშაობს. მომავალზე არ ვფიქრობ, მხოლოდ ჩემს სამუშაოზე.
ნამდვილად არ მომწონს, გუნდი ასეთ სიტუაციაში რომ არის.
ჩემი გუნდი ძალიან შეკრული და ცოცხალია. არ ვამბობ, რომ ბედნიერი ვარ, უბრალოდ პოზიტიურად ვარ განწყობილი. ზედიზედ 4 წაგებული მატჩის შემდეგ ქულა ავიღეთ და ჩვენი თამაში ვითამაშეთ. ეს კარგია.
90 წუთის მანძილზე ვთამაშობდით, როგორც გუნდი. ასე რომ, დიახ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი.” – განაცხადა ბილიჩმა, რომლის გუნდის მომდევნო მეტოქეც “კრისტალ პალასი” გახლავთ.