სლოვენიამ და ხორვატიამ შანსი დაგვიტოვეს
ევრობასკეტზე დღევანდელი დღის თამაშები ზუსტად ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო. შესაძლოა, იტალიელთა მოგება ესპანეთის ნაკრებთან ვინმეს სენსაციად მოეჩვენოს, მაგრამ ნბა–ს კალათბურთელებით დაკომპლექტებულ გუნდს საჩემპიონო ამბიციაც კი გააჩნია, არათუ ესპანელებთან მოგება. დღევანდელი დღის მიმოხილვაც აქედაბ გვინდა დავიწყოთ.
ესპანეთი – იტალია 98:105
(20:19; 25:23; 18:31; 35:32)
ანგარიშიდანაც ჩანს, თუ როგორი გახსნილი თამაში იყო. შეტევაში გუნდებს ყველაფერი გამოსდიოდათ, მაგრამ უფრო მართალი ვიქნებით თუ ვიტყვით რომ 3 იტალიელსა და ერთ ესპანელს.
პირენეელთაგან მხოლოდ პაუ გაზოლი თამაშობდა, რომელსაც 34 ქულა დაუგროვდა. პლუს მეტოქის ფარზე 10–ჯერ მოხსნა ბურთი და ორმაგი დუბლი შეასრულა.
იტალიელთა შემადგენლობაში 29 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი ჰქონდა დანილო გალინარის, ხოლო მარკო ბელინელის 27 ქულა და 7 პასი. 18 ქულა ანდრია ბარნიანის ანგარიშზეა. ჯამში ნბა–ს წარმომადგენლებმა იტალიას 71 ქულა მოუტანეს.
გერმანია – თურქეთი 75:80
(11:31; 13:10; 19:19; 32:20)
ასევე საინტერესო მატჩი იყო ჯგუფური თვალსაზრისით, მაგრამ თურქებმა პირველივე მეოთხედში დაუკარგეს ინტრიგა, როდესაც 20 ქულით მოიგეს. გერმანიამ ბევრი იწვალა, მაგრამ მხოლოდ ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლო.
თურქებმა გუნდურად ითამაშეს და 10–ქულიან ზღვარს 5 კალათბურთელი გადასცდა.
ჯგუფში სიტუაცია ჯერ ისევ დაძაბულია და შემდეგ ეტაპზე გასასვლელად 5 გუნდი იბრძვის.
სერბეთი – ისლანდია 93:64
(24:16; 18:16; 25:16; 26:16)
სერბებმა იოლად მოუგეს ისლანდიას და ეს გასაკვირიც არ იყო. ბალკანელთა 12–ვე მოთამაშემ გააკეთა ქულები და ამით ყველაფერი ნათქვამი.
სატურნირო ცხრილი:
1.სერბეთი 3 3 0 241:200 6
2.იტალია 3 2 1 263:251 5
3.თურქეთი 3 2 1 246:266 5
4.ესპანეთი 3 1 2 272:262 4
5.გერმანია 3 1 2 212:213 4
6.ისლანდია 3 0 3 193:235 3
ჩვენი ჯგუფის ორივე მატჩი ისე დასრულდა, როგორც საქართველოს ნაკრებს აწყობდა.
სლოვენია – ჰოლანდია 81:74
(23:15; 18:14; 16:23; 24:22)
სლოვენიამ იოლად მოიგო, მათ წინააღმდეგობას მხოლოდ კლოუფი (25 ქულა) და დე იონგი (19 ქულა) უწევდა. სლოვენიამ უფრო გუნდურად ითამაშა და მშვიდად მიიყვანა საქმე გამარჯვებამდე.
ხორვატია – მაკედონია 73:55
(15:18; 15:14; 22:10; 21:13)
ძალიან გვანერვიულეს მაკედონიელებმა, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ იგებდნენ თამაშს, მაგრამ მესამე მეოთხედიდან ყველაფერი თავის ადგილზე დადგა და ხორვატებმა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი დაგვიტოვეს.
სატურნირო ცხრილი:
1.საბერძნეთი 3 3 0 236:203 6
2.ხორვატია 3 2 1 223:200 5
3.სლოვენია 3 2 1 233:222 5
4.ჰოლანდია 3 1 2 218:231 4
5.მაკედონია 3 1 2 198:229 4
6.საქართველო 3 0 3 208:231 3