სლუცკი: “ერთადერთი სიტყვა, რომლის თქმაც ქართველებს შეუძლიათ, “брат” არის”
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, პრესასთან საუბრისას აღიარა, რომ გუნდის მოთამაშეებს სიტყვა “брат”-ის (ძმა) გამოყენება აუკრძალა. შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული კლუბის ღირსებას ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია იცავენ.
– მართალია, რომ ამ სიტყვისთვის ხალხს აჯარიმებთ?
– ფეხბურთელებს ამის შესახებ უკვე განვუცხადე. უნივერსალური სიტყვა – შენთვის ყველა ძმა არის: “ძმა, ძმა”. ადამიანები თავიანთ სახეებს, სახელებს, გვარებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს კარგავენ. ასეთი რამ ძალიან მაგიჟებს.
როდესაც ბაკაევი პარტნიორს ძმას უძახის, მე ვეუბნები: “შენთან ზელიხანი (ნამდვილი ძმა) გადმოვიდა გუნდში? რომელი ძმაა ის შენთვის? დანჩენკო შენთვის ძმა არის?
მესმის, რომ ქართველებს წავართვი სიტყვა “брат”. მათ სრულად წავართვი რუსული ენა, რადგანაც ერთადერთი სიტყვა, რისი თქმაც მათ შეუძლიათ, სიტყვა “ძმა” არის.
დიახ, მე მათ განვუცხადე, რომ სიტყვა ძმა უკვე ჩვენთან აკრძალულია.