სლუცკი კვარაცხელიაზე: “როცა ფანჯრიდან ვიხედები, ვხედავ, რომ ხვიჩა ვარჯიშობს”
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა კვარაცხელია და მოსკოვის ცსკა-ს ყოფილი ფეხბურთელი, ალეკსანდრ გოლოვინი ერთმანეთს შეადარა.
გოლოვინს, რომელიც ახლა “მონაკოში” თამაშობს, ცსკა-ში სწორედ სლუცკი წვრთნიდა.
“უპირველეს ყოვლისა, ხვიჩას ენის პრობლემა აქვს. მას ყველაფერი ესმის, მაგრამ კარგად ვერ საუბრობს. გოლოვინი მის ასაკში უფრო დაღვინებული იყო. ხვიჩას უნდა მისცე ბურთი, დრო და აუხსნა ტაქტიკა, ამის შემდეგ კი შეგიძლია პროცესით სიამოვნება მიიღო ან იმედგაცრუებული დარჩე, რომ წარუმატებლად ითამაშა. გოლოვინს კომუნიკაციის სერიოზული პრობლემა ჰქონდა, ის უფროსი თანაგუნდელების ხუმრობებს მტკივნეულად იღებდა.
“რუბინში” კვარაცხელია ყველას უყვარს. ხვიჩა ბევრ თემაზე საერთოდ არ ღელავს, ყოველთვის იღიმის. ის ბაზაზე ცხოვრობს. ბაზაზე მეც დიდი ხნით ვრჩები ხოლმე და ფანჯრიდან როცა გავიხედავ, ის მოედანზე ვარჯიშობს. მისი ვარჯიში არ ჰგავს ედეგორისას, რომელიც დარბაზში ყველა კუნთზე ვარჯიშობს.
ხვიჩას პენალტის შესრულება მოუნდა – ასრულებს. მე ვკითხე: “რატომ ურტყამ პენალტს? მატჩის დროს არავინ დაგარტყმევინებს. თუმცა, მას ეს უბრალოდ უნდა. მას უყვარს ბურთი, ფეხბურთი და ბურთთან ერთად თამაში. ის დარბაზში არასოდეს მინახავს. არ ვსაუბრობ იმ შემთხვევებზე, როცა გუნდთან ერთადაა. საუბარი მაქვს, ინდივიდუალურ შემთხვევაზე. დარბაზში ხშირად მივდივარ, თუმცა იქ კვარაცხელია გასართობად არ მიდის. როცა ხვიჩა მოწყენილია, იქ არ შევა.
კვარაცხელია არის ახალგაზრდა ადამიანი, რომელიც დისნეილენდში ცხოვრობს და მაქსიმალურად ერთობა. საბედნიეროდ, ის ერთობა იმ პროფესიით, რომელიც აირჩია”, – განაცხადა სლუცკიმ.