სლუცკიმ კვარაცხელიას ტრავმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
ყაზანის “რუბინის” მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ მოსკოვის “დინამოსთან” გამართული მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
დღეს “რუბინმა” “დინამო” სტუმრად 0:1 დაამარცხა. ერთადერთი გოლი დესპოტოვიჩმა ხვიჩა კვარაცხელიას მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანით გაიტანა. პირველი ტაიმის მიწურულს 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, ის მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.
“მან ტვინის შერყევა მიიღო და ცხვირიც დაიზიანა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა სირთულისაა შერყევა. ასევე, უცნობია, არის თუ არა ცხვირის მოტეხილობა. ტვინის შერყევა ღრმა არ უნდა იყოს, რადგან ის ფეხზე დგას. გამოკვლევების ჩატარების შემდეგ ყველაფერი ზუსტად გვეცოდინება”, – განაცხადა სლუცკიმ.
Хвичу бьют в нос, который он ломал прошлой осенью.
Шмурнов: У него болевой порог низкий, удар плечом в плечо pic.twitter.com/LF6WzfvWGb
— Vladislav Zimagulov (@vlad_zima) September 13, 2020