სმოლინგი: “ჩემი მეუღლის წყალობით გავხდი ვეგანი”
ფეხბურთელები ყოველთვის ცდილობენ საკუთარი ფორმა შეინარჩუნონ, რისთვისაც სწორი კვება აუცილებელია. პრესასთან საუბრისას სმოლინგმა გაიხსენა, თუ როგორ გახდა ვეგანი.
“რამდენიმე წელია, რაც ჩემი მეუღლე ვეგანია და მუდმივად ცდილობდა ჩემს დაყოლიებას. სახლში მზარეული სწორედ ის არის, ამიტომაც ვეგანობის გარეშეც მიწევდა ვეგანური საკვების მიღება.
ცოტა ხნის შემდეგ, ჩემი მენიუდან ხორცი ამოვიღე. ახლა ვეგანი ვარ. ზოგადად, ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ ვარჯიშზე დაბრუნება, თუმცა მე მსგავსი არაფერი მიგრძვნია.
ვეგანი რომ არ ვიყო, მე მომიწევდა კერძების მომზადება, რაც თავს ეგოისტადაც მაგრძნობინებდა. საბედნიეროდ, ის ძალიან კარგი მზარეულია და ახლა მასთან ერთად ცხოვრება ძალიან მაბედნიერებს,” – აცხადებს სმოლინგი.