სნეიდერი: “როდესაც მესი შეჩერდება, “ბარსელონას” დე იონგი ულიდერებს”
ჰოლანდიური ფეხბურთის ყოფილმა ვარსკვლავმა, უესლი სნეიდერმა, მატიას დე ლიხტისა და ფრენკი დე იონგის მიერ გასულ ზაფხულს მიღებული გადაწყვეტილებები შეაფასა.
“დე იონგმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც არჩევანი “ბარსელონაში” გადაბარგებაზე გააკეთა. “ბარსელონა” და ესპანური ფეხბურთი მისთვის სრულყოფილი რამ არის.
დე ლიხტმა კი რთული არჩევანი გააკეთა. თუ ამ ორ ფეხბურთელს ერთმანეთს შევადარებთ, ვფიქრობ, ფრენკიმ გრძელვადიანი მომავლისთვის გამართლებული გადაწყვეტილება მიიღო.
მჯერა, რომ როდესაც მესი შეჩერდება, “ბარსელონას” დე იონგი ულიდერებს,” – აცხადებს სნეიდერი.