“სოხუმის” დრამატული გამარჯვება
სუპერლიგის მეშვიდე ტურის მესამე შეხვედრაში, სპორტის სასახლის პარკეტზე “შსს-აკადემია” და “სოხუმი” დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.
გაახალგაზრდავებული “აკადემია” მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არჩილ ჟღენტმა გაიყვანა. მასპინძლებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. დიდი შესვენებაზე გუნდები ექვსქულიანი სხვაობით გავიდნენ. მესმე პერიოდში კი “შსს” უკვე 22 ქულით ამარცხებდა “სოხუმს”. სწორედ ამ დროს გამოიღვიძეს ვაჟა კვარაცხელიას შეგირდებმა. მეოთხე პერიოდი 33-9 მოიგეს და საბოლოოდ 10 ქულიანი სხვაობით გაიმაჯრვეს – 79-89. აღსანიშნავია “სოხუმელი” ჯოშუა ჯექსონის თამაში. ლეგიონერმა პარკეტზე 40 წუთი გაატარა, თავის გუნდს კი 29 ქულა შესძინა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშეც დამსახურებულად გახდა.
მატჩის სტატისტიკური მონაცემები:
http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=751
მატჩის შემდეგ:
არჩილ ჟღენტი (შსს): პირველ რიგში მივულოცავ “სოხუმს” გამარჯვებას. ჩემს ბიჭებს დიდ მადლობას გადავუხდი. მოგეხსენებათ, ახალგაზრდული გუნდი ვართ და უკანასკნელ მეოთხედში ძალები აღარ გვეყო. ამით შესანიშნავად ისარგებლა მოწინააღმდეგე გუნდმა და მატჩის ბედიც გადაწყვიტა.
ვაჟა კვარაცხელია (სოხუმი): ვიცოდი, რომ საინტერესო თამაში გამოვიდოდა. ჩვენს ლიგაში სუსტი გუნდები არ არიან. მაგრამ, ლოგიკურად შეხვედრა ჩვენი გამარჯვებით უნდა დასრულებულიყო და ეს ასეც მოხდა. რაც მთავარია, მაყურებელმა ისიამოვნა ამ შეხვედრით.
მერაბ ბოქოლიშვილი (შსს): ვულოცავ “სოხუმს”. ბოლოში “სოხუმელებს” გაუმართლათ, თუმცა ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ბოლოს, უაზრო ჯარიმები ავიღეთ, ცენტრის გარეშე დავრჩით და შესაბამისად ლოგიკური იყო ის, რომ საბოლოო დავმარცხდით.
ჯოშუა ჯექსონი (სოხუმი): მინდა შევაქო მოწინააღმდეგე გუნდი. ამ ახალგაზრდა მოთამაშეებს დიდი მომავალი აქვთ თუ ბევრი იშრომეს. დღეს ძალიან კარგად იბრძოლეს. თუმცა, ჩვენ შევძელით შეხვედრაში გარდატეხის შეტანა, რაც ძალიან მახარებს.
ტურის უკანასკნელ შეხვედრაში, თბილისის “დინამომ” დიდი ანგარიშით დაამარცხა “ოლიმპი”. მრავალგზის ჩემპიონი აგრძელებს წაუგებელ სერიას.
მატჩის სტატისტიკა: