სოხუმის მარცხი რუსთავში

თარიღი: აპრილი 22, 2018

“დინამოს” “ოლიმპთან” წაგებით ისარგებლა “რუსთავმა” და აუტსაიდერი “სოხუმის” დამარცხებით მოქმედ ჩემპიონ დინამოელებს ქულებით გაუთანაბრდა. ორივე გუნდს რეგულარულ ჩემპიონატში დარჩენილი აქვს 2-2 მატჩი და თუკი საბოლოოდ მათ კვლავ თანაბარი ქულები ექნებათ, ურთიერთშეხვედრებში უკეთესი შედეგის წყალობით ცხრილში “დინამო” რუსთაველებზე წინ განთავსდება.

ვინ დაიკავებს უკეთეს ადგილს, ამ გუნდებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს, რადგან რეგიონისა და დედაქალაქის წარმომადგენლების ორთაბრძოლაში მოედნის უპირატესობა საკმაოდ დიდი ბონუსია. რუსთაველები დღეს რომ “სოხუმს” მოუგებდნენ, წინდაწინ იყო ცნობილი. აქამდე გამართულ 30 მატჩში სოხუმელებმა მხოლოდ 1 მოიგეს და წამყვანი ლეგიონერების გარეშე დარჩენილები რომ რუსთავში ვერ იმარჯვებდნენ, დიდი მარჩიელობა არ სჭირდებოდა.

“რუსთავმა” საბოლოოდ 35 ქულით – 108:73 მოიგო და ამ მატჩში კარგი გამოცდილება მიიღეს მასპინძელთა სათადარიგოებმა. მწვრთნელმა, რამაზ გოგობერიშვილმა გუნდის ახალგაზრდა წევრებს ჩვეულებრივზე მეტი სათამაშო დრო დაუთმო და მათაც თავი არ შეირცხვინეს. ერეკლე ლორთქიფანიძემ 5 სამქულიანი და 17 ქულა ჩააგდო. 17 ქულა მიითვალა რუსთაველთა ამერიკელმა მსროლელმა ბრაიან ბერნარდიმ. 15 ქულა დაგროვდა ლევან ცეკვავას ანგარიშზე.

სოხუმელებში 15 ქულა-12 მოხსნით საუკეთესო იყო სერგეი პრიმაკი. 14 ქულა მიითვალა მაიზერ რევაზაშვილმა, ხოლო 13 ქულა მისი ძმის, ლევანის ანგარიშზე დაგროვდა. სოხუმელთათვის ეს გახლდათ სუპერლიგის მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა მატჩი. 26 აპრილს გია კაზანჯიანის გაწვრთნილი “სოხუმი” რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩს გამართავს “კაკტუსთან” და ცხრილში ბოლო ადგილს დაიკავებს. 2 დღის წინ კალათბურთის ფედერაციის გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მომავალი სეზონისთვის სუპერლიგაში მონაწილეთა რაოდენობა 10-ამდე გაიზარდა, ხოლო რეგულარულის ბოლოადგილოსანს ლიგაში დასარჩენად ბრძოლა “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულთან მოუწევს.

შესაბამისად, სოხუმელთათვის სუპერლიგაში დასარჩენი ბრძოლა წინაა. კაზანჯიანის გუნდი 3-დან 10 მაისის პერიოდში “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან 2018-19 წლების სეზონის სუპერლიგის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიას გამართავს, რომელიც 2 მოგებამდე გაგრძელდება.

სუპერლიგის მორიგი ტურის მატჩები 26 აპრილს გაიმართება.

რუსთავი – სოხუმი
სტატისტიკა: 108:73
რამაზ გოგობერიშვილი – “რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“როცა შანსი მაქვს, ყოველთვის ვცდილობ, სათადარიგო, ახალგაზრდა მოთამაშეები ვათამაშო. დღევანდელი მატჩი საამისოდ ხელსაყრელი იყო და ახალგაზრდებსაც შანსი მიეცათ, რომლებმაც კარგად გაართვეს თავი დაკისრებულ მოვალეობას და თამაშიდან დიდი გამოცდილება მიიღეს. დღეს თბილისში დამარცხდა ჩვენი კონკურენტი “დინამო”, რომელსაც ქულებით კი გავუთანაბრდით, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით ვაგებთ და თუკი დინამოელები დარჩენილ 2 მატჩში კიდევ წაიფორხილებენ, ჩვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება”.

გია კაზანჯიანი – “სოხუმის” მთავარი მწვრთნელი:

“ვითამაშეთ, ვიბრძოლეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არაა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვერ ვაჯობეთ. ეს მატჩი კარგი ტესტი იყო მომავალი გადამწყვეტი ბრძოლისთვის, რომელიც “ა” ლიგის ფინალში დამარცხებულ გუნდთან სუპერლიგის მომავალი სეზონის ბოლო საგზურისთვის საკვალიფიკაციო სერიაში გველის”.

GBF.GE

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ გამოიყურება ლებრონ ჯეიმსის ახალი 39-მილიონიანი სახლი (ფოტო)

კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული შვებულება “ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” ლიდერ ლებრონ ჯეიმს უქმად არ გაუფლანგავს. როგორც ჩანს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიას ტრანსფერს მხარი დაუჭირა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა და ბერძნული “არისის” სპრტულმა დირექტორმა, ვიქტორ სანიკიძემ, თორნიკე შენგელიას ტრანსფ...
წაკითხვა
კალათბურთი

მამუკა გორგოძემ თორნიკე შენგელიას მიმართა

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ, მამუკა გორგოძემ მოსკოვის ცსკა-ში გადასულ თორნიკე შენგელიას წარმატებები უსურვა. “თორნიკე [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

ელენე ლოლაძე: “თორნიკე შენგელიამ მთხოვა, რომ ეს ამბავი საიუდმლოდ დაგვეტოვებინა”

ქართველი კიკბოქსიორი, ელენე ლოლაძე სოციალური ქსელის საშუალებით თორნიკე შენგელიას ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ლოლაძემ წერს, რომ […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სალომე ზურაბიშვილი: ჩემთვის მიუღებელია საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკა-ში გადასვლა

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. ზურაბ...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “თავის სამართლებელი მართლა არავის აქვს”

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ რუსულ კლუბში გადასვლის შემდეგ კომენტარი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანი ამბობს, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას კომენტარი მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერის შემდეგ

მოსკოვის ცსკა-ში თორნიკე შენგელიას ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: თორნიკე შენგელია ცსკა-ში ითამაშებს

თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი დღეს ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათურთელმა ესპანური “ბასკონია” დატოვა და რუსულ [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

შენგელია: “იმედი მაქვს, ჩემი ქვენისა და ხალხის დამოკიდებულება ჩემ მიმართ არ შეიცვლებ

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ბასკონიას” კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში შესაძლო ტრანსფერზე ტელეკომპანია იმედთან ინ...
წაკითხვა