სოხუმმა შსს აკადემიასთან მატჩი ბოლო წამებზე დათმო (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

თარიღი: თებერვალი 22, 2015

რეგიონებში საინტერესოდ დაწყებული ტური დღეს თბილისში არანაკლები სიმძაფრით გაგრძელდა. სპორტკომპლექს „არენაში“ გამართული 2 მატჩიდან პირველში ერთმანეთს „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ შეხვდნენ. მიუხედავად ამ გუნდებს შორის ცხრილში არსებული დაშორებისა, მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა.

შეხვედრის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. საფინალო სირენამდე 2,7 წამით ადრე სოხუმელთა ფორვარდი გრიგოლ შვანგირაძე საჯარიმოს ხაზზე დადგა და სამივე საჯარიმო რომ ჩაეგდო, ანგარიშს გაათანაბრებდა. შვანგირაძემ პირველი სროლა ჩააგდო, მეორე ააცილა და ამასთან ერთად „სოხუმის“ შანსიც, ანგარიში გაეთანაბრებინა, დაიკარგა.

რაც შეეხება თამაშის მსვლელობას, პირველიდან ბოლო წუთამდე ანგარიში თითქმის თანაბრად იზრდებოდა. აკადემიელები უმეტესწილად ლიდერობდნენ, მაგრამ საიმედო უპირატესობის მოპოვებას ვერ ახერხებდნენ. ამაში ფავორიტად მიჩნეულ „შსს-აკადემიას“ ხელს სოხუმელთა შეუპოვარი თამაში უშლიდა. გიორგი ჯგერენაია ფარქვეშ და პერიმეტრზეც კარგად თამაშობდა.

საბოლოოდ, ერთიანი ძალისხმევით აკადემიელებმა მოახერხეს გამარჯვების მოპოვება და დაუგეგმავი მარცხი თავიდან აიცილეს. „შსს-აკადემიის“ შეტევებს კარგად ხელმძღვანელობდა გიორგი ცინცაძე, რომელმაც საბოლოოდ 14 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.  14 ქულით ბომბარდირი ნიკა მეტრეველი გახდა, 13 ქულა მიხეილ ბერიშვილმა მოაგროვა, გიორგი შარაბიძის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვა. „სოხუმში“ 22 ქულით საუკეთესო ჯგერენაია იყო, 12 ქულა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზეა, ლიბერიელმა ლეგიონერმა პელე პეილეიმ კი 11 დააგროვა.

მე-10 ტურის დასკვნით მატჩში ერთმანეთს „დინამო“ და „ოლიმპი“ შეხვდებიან.

 

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,შსს აკადემიას’’ ამ გამარჯვებას. ძალიან ძლიერი გუნდია, ეროვნული ნაკრების 6 მოთამაშე ჰყავთ, კოტეც ნაკრების მწვრთნელია და ისინი ფავორიტებად ითვლებოდნენ. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს ბიჭებს, მათ ძალიან კარგად ითამაშეს, ეს წაგება ჩემი შეცდომების ბრალია და ჩემს თავზე ვიღებ ამ მარცხს. შევეცდებით, გამოვასწოროთ ხარვეზები და ,,ქუთაისის’’ წინააღმდეგ წარმატებას მივაღწიოთ.

კოტე ტუღუში(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): ყველაზე მთავარია, რომ მოვიგეთ. ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა ასეთი დაძაბული თამაში, ,,სოხუმი’’ ძალიან მებრძოლი გუნდია, ყველაფერს აკეთებს მოგებისთვის როგორც მთავარი მწვრთნელი, ისე გუნდის თითოეული წევრი. ველოდით დაძაბულ შეხვედრას და ასეც გამოვიდა. ბევრი შეცდომა დავუშვით, ეს ჩვენი ბრალიც იყო და მოწინააღმდეგის კარგი თამაშისაც. კიდევ ერთხელ, მთავარია, რომ მოვიგეთ. თითოეულ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს და ბედნიერი ვარ, რომ გავიმარჯვეთ. მართალია ,,სოხუმი’’ სატურნირო ცხრილის ბოლოშია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ყველა თამაშს მაღალ დონეზე ჩაატარებენ და მოსაგებად გამოვლენ მოედანზე. საინტერესო მეორე წრე გველის და წარმატებებს ვუსურვებ ,,სოხუმს’’. მინდა აღვნიშნო გიორგი ჯგერენაიას ძალიან კარგი თამაში, ის წლების განმავლობაში ჩემთან თამაშობდა და მიხარია მისი წარმატებები.

ნიკა მეტრეველი(,,შსს აკადემია’’): ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, ,,სოხუმი’’ არც ერთ თამაშზე არ ნებდება, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის და ვცდილობდით, მობილიზებულები ვყოფილიყავით. გვქონდა შეცდომები, შეგვეძლო უკეთ გვეთამაშა, თუმცა ,,სოხუმი’’ ახალი მოთამაშეებით გაძლიერდა და საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ბოლო წუთებამდე იბრძოლეს და ძლიერი მატჩი ჩაატარეს.

superleauge.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

სტივ კერი: “ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთი უნდა ითამაშონ”

“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მწვთნელი, სტივ კერი აცხადებს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა ჯერ ფეხბურთის სკოლა უნდა გაიარონ, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

“სან ხოსეს” მიმართვა “გოლდენ სტეიტს” და ზაზა ფაჩულიას პასუხი (ვიდე

ამერიკული საფეხბურთო კლუბის, “სან ხოსე ერთქვეიქსის” ოფიციალურმა გვერდმა Twitter-ში ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში აღბეჭდილია, თუ როგორ [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა