სოხუმმა წრე არმიის ძლევით დახურა

თარიღი: დეკემბერი 14, 2013

სუპერლიგის პირველი წრე დასრულდა. ბოლო მატჩში საინტერესო ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა. “სოხუმმა” 23 ქულის სხვაობით დაამარცხა “არმია” და ჩემპიონატის ცხრილმა საბოლოო სახე მიიღო.

პირველ ადგილზე მხოლოდ 1 წგების მქონე “დინამო” გამაგრდა, შემდეგ კი “არმია” და “ქუთაისი” მოდიან. ამ გუნდებმა ქულების თანაბარი ოდენობა დააგროვეს, თუმცა პირადი მოგების ხარჯზე მეორეზე არმიელები განთავსდნენ.

თანაბარქულიანობაა “სოხუმსა”და “ბათუმს” შორისაც, სადაც უპირატესობა აჭარულ გუნდს აქვს და მეოთხე ადგილს იკავებს. შემდეგ მოდის “შსს-აკადემია” და 3 აუტსაიდერი – “რუსთავი”, “ოლიმპი” და “მაკაბი”.

რაც შეეხება პირველი წრის ბოლო მატჩს, სოხუმელებმა “არმიას” ყველა სათამაშო კომპონენტში აჯობეს. არმიელებს მნიშვნელოვანი დანაკლისი ჰქონდათ მიხეილ ბერიშვილისა და თემურ ბაბუნაშვილის სახით, თუმც “სოხუმსაც” აკლდა ძირითადი ცენტრი ნიკა მეტრეველი, რომელიც იტალიური ლეგადუეს “როზეტოში” გადავიდა.

დაძაბული მხოლოდ პირველი მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სოხუმელებმა 15:12 მოიგეს. დიდი შესვენებისთვის სხვაობა 11 ქულამდე გაიზარდა, ხოლო გარდამტეხი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “სოხუმმა” 24:11 მოიგო და გამარჯვება ნაადრევად გაიფორმა. ბოლო 10-წუთეულის წინ “არმია” 24 ქულით აგებდა და თამაშის გადარჩენის არც დრო ჰქონდა და არც შესაძლებლობა.

სოხუმელებს ამერიკელმა ჯოშუა ჯექსონმა 21 ქულით ულიდერა, მეორე ოკეანგაღმელმა ჯერემი ჯექსონმა კი გამარჯვებულებს 14 ქულა და 17 მოხსნა მიაშველა. 18 ქულა დაგროვდა ირაკლი ჩლაიძის ანგარიშზე. “არმიაში” 13 ქულით საუკეთესო გიორგი შარაბიძე იყო, 10 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა ზვიად ბაბიაშვილმა.

 სტატისტიკა

პირველი წრე დასრულდა, 20 დეკემბერს კი ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალური ტურნირი დაიწყება.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

კოტე ტუღუში(,,არმიის’’ მთავარი მწვრთნელი):  მივულოცავ სოხუმს გამარჯვებას, ღირსეულად მოიგეს, ამ სეზონში უვკე მეორედ სირცხვილი გვაჭამეს. თუმცა ეს არ იყო სურპრიზი, სოხუმი ჩვენზე ძლიერი გუნდია. ძალიან ცუდი პროცენტით ვესროლეთ. არ მჩვევია მოთამაშეებს დავაბრალო წაგება, თუმცა დღეს ტაქტიკის პრობლემა არ გვქონია. ჩემს თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ ასე ცუდად ვიასპარეზეთ. რამდენიმე დღე დარჩა ქორქია-საკანდელიძის ტურნირის დაწყებამდე და მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, რათა  უკეთ ვითამაშოთ. “სოხუმის” დამარცხებაზე ფიქრი ჯერ ადრეა. კიდევ ერთხელ მივულოცავ მეტოქეს და წარმატებას ვუსურვებ დარჩენილ თამაშებში.

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი):დიდი მადლობა ,,არმიას’’, რომელიც არის აწყობილი, ჩამოყალიბებული მექანიზმი და ის ყოველთვის იქნება სერიოზული მეტოქე. ბერიშვილი და ბაბუნაშვილი გუნდისთვის დიდი ძალაა და მათი დანაკლისის პირობებში “არმიამ” ნამდვილად კარგად ითამაშა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს 7 გუნდი თითქმის თანაბარი სიძლიერისაა და ყველას ყველასთან შეუძლია წარმატების მიღწევა.

ზვიად ბაბიაშვილი(,,არმია’’): მივულოცავ გამარჯვებას სოხუმის გუნდს, რომელმაც აშკარად გვაჯობა დღეს. მოვემზადებით სათანადოდ და ვეცდებით მომავალში უკეთესი წინააღმდეგობა გავუწიოთ ჩვენს მეტოქეებს.

 

ჯოშუა ჯექსონი(,,სოხუმი’’):პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ “არმია” საკმაოდ ძლიერი გუნდია, რომელმაც ქუთაისი დაამარცხა. ეს საკმაოდ კარგად გვქონდა მთელ გუნდს გააზრებული და მასთან შესახვედრად განსაკუთრებით ვემზადებოდით. გუნდურად ვითამაშეთ, ძალები არ დავიშურეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ. მივულოცავ მთლიანად ჩვენს გუნდს და გულშემატკივრებს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სვენ-გორან ერიქსონი: “ფერგიუსონი მოკვლით მემუქრებოდა, თუ რუნის მუნდიალზე წავიყვანდი&

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სვენ-გორან ერიქსონმა გამოცემა “თაიმსს” საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პატივისცემა – უკრაინელი და ლიეტუველი ფანები მატჩის მიმდინარეობისას (ვიდეო)

11 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრებმა ხარკოვში ლიეტუვას უმასპინძლა და მეტოქე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვან დერ სარი “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობით ინტერესდება

ამსტერდამის “აიაქსის” გენერალური დირექტორი, ედვინ ვან დერ სარი, არ უარყოფს, რომ მომავალში “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო არენას” უყვარს ლევან შენგელია – შენგელიას დებიუტი ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრებში თურქული “კონიასფორის” შემტევის, ლევან შენგელიას დებიუტი შედგა. შენგელიამ 73-ე წუთზე გიორგი ქვილითაია [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა უნგრეთს 4 გოლი გაუტანა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში უნგრეთის ნაკრებს ესტუმრა და 2-4 მოუგო. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანმა “ლივერპულს” გაზეთში გულწრფელი წერილი

იურგენ კლოპმა “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელის ტახტი 2015 წლის ოქტომბერში დაიკავა და მაშინ ყველას ეპარებოდა ეჭვი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედმა” ევროპის ლიგაზე საკუთარი ანტირეკორდი დაამყარა

3 ოქტომბერს, უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” სტუმრად “ალკმაარს” დაუპირისპირდა და ფრედ 0:0 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბერბატოვი: “იმედია, “იუნაიტედი” “ლივერპულის” მსგავსად 29 წელ

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, დიმიტარ ბერბატოვმა, კლუბის ამჟამინდელ სიტუაციაზე საუბრისას აღიარა, რომ “წითელი ეშმაკები&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ლინდელოფის პასის მცდელობა “არსენალთან” მატჩში (ვიდეო)

30 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა. […...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” უშეღავათო ბრძოლა ფრედ დასრუ

პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონის მეშვიდე ტურის ცენტრალურ შეხვედრას “ოლდ ტრაფორდმა” უმასპინძლა. “მანჩესტერ იუნაიტედმა” და [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სკოტ მაკტომინეიმ “არსენალთან” ანგარიში უძლიერესი დარტყმით გახსნა (ვიდეო)

30 სექტემბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-7 ტურის ცენტრალურმა შეხვედრა შედგა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს” შორის. სატურნირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარიო მანძუკიჩი, შესაძლოა, ზამთარში “მანჩესტერ იუნაიტედს” შეუერთდეს

ბრიტანულ პრესაში გავრცელებული უახლესი ცნობების თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედთა” ინტერესთა სფეროში ტურინის “იუვენტუსის” თავდამს...
წაკითხვა
ფეხბურთი

სულშერი: “რომი ერთ დღეში არ აშენებულა”

მიმდინარე სეზონის წარმატებული სტარტის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დაუშვა, რამაც ქულების დაკარგვა გამოიწვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეისუკე ჰონდამ საკუთარი თავი “მანჩესტერ იუნაიტედს” შესთავაზა

იაპონური ფეხბურთის ვარსკვლავმა, კეისუკე ჰონდამ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელებს ამცნო, რომ სურვილის შემთხვევაში დიდი სიამოვნებით დათ...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგენტი: “ლინდელოფს “ბარსელონას” საფეხბურთო დნმ აქვს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველ ვიქტორ ლინდელოფის აგენტი ირწმუნება, რომ ზაფხულში მისი კლიენტის მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონას&#...
წაკითხვა