სოხუმს ქუთაისში ძალა აღარ ეყო

თარიღი: იანვარი 31, 2014

 სტატისტიკა

მეორე წრის პირველი ტური ქუთაისში გაგრძელდა, სადაც სათამაშოდ “სოხუმი” ჩავიდა და მასპინძლებს დიდი ბრძოლა გაუმართა. “ქუთაისი” – “სოხუმის” დაპირისპირება საინტერესო და დაძაბული გამოდგა. თითქმის მთელი შეხვედრის მანძილზე სტუმრები ლიდერობდნენ, თუმცა იმერულმა კლუბმა ბოლო მეოთხედში მოახერხა ერთ მუშტად შეკრული მეტოქის გატეხვა და საწადელს მიაღწია – 77:68 გაიმარჯვა.

სოხუმელებს აკლდათ ამერიკელი ჯოშუა ჯექსონი, საერთოდ კი ვაჟა კვარაცხელიას გუნდი ქუთაისში 8 მოთამაშით ჩავიდა, საიდანაც 2-მა სიმბოლური დროით ითამაშა. გამოვიდა, რომ თამაშის სიმძიმემ ძირითადად 6 კალათბურთელზე გადაიარა. ცხადია, ძირითადი ბირთვი გადაიღალა და მატჩის დასკვნით მომენტში უპირატესობა დათმო. მანამდე კი სოხუმელებს საქმეები კარგად მისდიოდათ – მატჩის პირველი მეოთხედი კვარაცხელიას გუნდმა 13 ქულით მოიგო, დიდი შესვენებისთვის კი პოზიციები ცოტათი დათმო, თუმც მაინც დამაჯერებლად იგებდა – 40:29.

ქუთაისელებმა შესვენების შემდეგ თამაშის ტაქტიკა შეცვალეს, სტუმრებს კი, რომლებსაც სათამადო შეცვლა არ ჰყავდათ, გადაღლილობა დაეტყოთ. მესამე პერიოდი მასპინძლებმა 22:18 მოიგეს და ბოლო ათწუთეულის წინ სოხუმელთა ლიდერობიდან 7 ქულა დარჩა.

ბოლო პერიოდში მასპინძლებმა მაინც თავისი გაიტანეს. როცა ანგარიში 66:60 იყო სოხუმელთა სასარგებლოდ, ქუთაისეებმა იძალეს და დარჩენილი 6 წუთი სტუმრებს 18:2 (!) მოუგეს. აღნიშნულ შტურმში აკაკი დვალიშვილი, გოგა ცეკვავა, რევაზ დიდი და ზაურ ფაშაევი გამოირჩნენ. სოხუმელებმა კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს და მატჩი 9 ქულის სხვაობით დათმეს.

გამარჯვებულებს 21 ქულითა და 12 მოხსნით აკაკი დვალიშვილმა ულიდერა, 16 ქულა დაუგროვდა ცეკვავას, ხოლო აზერბაიჯანელმა ზაურ ფაშაევმა სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა – 14 ქულა, 9 მოხსნა, 8 პასი. “სოხუმში” 21 ქულითა და 18 მოხსნით საუკეთესო ჯერემი საიმონსი იყო, 16 ქულა და 12 მოხსნა ჰქონდა ვახტანგ ქადარიას, რატი ბააკაშვილის ანგარიშზე კი 13 ქულა დაგროვდა.

მეორე წრის პირველი ტურის დარჩნილი 2 შეხვედრა ხვალ თბილისსა და რუსთავში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): ჩვენი წასვლა დღეს  ფინანსური პრობლემების გამო სათუო იყო. საბედნიეროდ მეგობარმა მასესხა ფული და დღეს ვარჯიშის მერე გადაწყდა გამგზავრების ამბავი. იმედია მინდია გულუა მალე გადაწყვიტავს ჩვენს პრობლემას და სიტუაცია დალაგდება. მადლობა ბიჭებს ასეთი კარგი თამაშისთვის, ძალიან კმაყოფილი ვარ. დალაგებულად და პრობლემების გარეშე  რომ ჩავსულიყავით ქუთაისში ვფიქრობ ბევრად უკეთეს შედეგს ვაჩვენებდით.

მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი):  მიუხედავად  იმისა, რომ სოხუმის გუნდს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს, იგი ყოველთვის გამორჩეულია პატრიოტიზმით და საქმისადმი დიდი სიყვარულით.  მადლობა მთელ სოხუმის კოლექტივს და  ვაჟა კვარცხელიას. დღეს ლამაზი ბრძოლა შედგა და ვიტყოდი რომ ეს იყო მეგობრული შეხვედრა. ნამდვილად დასაფასებელია სოხუმის გუნდი, მადლობა  ასეთი ლამაზი წინააღმდეგობისთვის.  მის გასატეხად რამდენიმე ტაქტიკა გამოვიყენეთ, ერთ-ერთმა გაამართლა და შედეგიც სახეზეა. აღსანიშნავია, რომ  ქუთაისიც და სოხუმიც დიდი ტრადიციების მქონე ქალაქებია, ორივეს დიდი ისტორია გაგვაჩნია. მადლობა ქუთაისის კალათბურთელებს და მადლობა ჩვენს გულშემატკივარს.

 superleague.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

კლეი ტომფსონმა ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული ავტომობილი აჩუქა (ფოტო)

“გოლდენ სტეიტის” კალათბურთელმა, კლეი ტომფსონმა ყოფილ თანაგუნდელ ზაზა ფაჩულიას ძვირადღირებული საჩუქარი, ავტომობილი როლს-როისი გადასცა. ამერ...
წაკითხვა
კალათბურთი

ესპანეთი მსოფლიოს ჩემპიონია! არგენტინა ვერცხლს დასჯერდა

15 სექტემბერს ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის. მართალია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საფრანგეთი დამარცხებულია! არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

სუპერმატჩი! ორი ოვერტაიმის შემდეგ ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს 2019 წლის საკალათბურთო ჩემპიონატი კულმინაციას უახლოვდება. გათმაშების პირველ ნახევარფინალურ შეხვედრა ესპანეთისა და […...
წაკითხვა
კალათბურთი

“ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი მოხდა” – ზაზა ფაჩულიამ კარიერა დაასრულა

ზაზა ფაჩულიამ მოთამაშის კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ცნობილი რამდენიმე დღის წინ გახდა, ხოლო თავად კალათბურთელმა […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” იმუშავებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” დაბრუნდა, სადაც ის საკალათბურთო და ბიზნესის […]...
წაკითხვა
კალათბურთი

სანიკიძე “არისის” სპორტულ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ნაკრების ყოფილი კალათბურთელი, ვიქტორ სანიკიძე ბერძნული საკალათბურთო კლუბის, “არისის” სპორტული დირექტორი გახდა. სანიკიძე კლუბთა...
წაკითხვა
კალათბურთი

ანატოლი ბოისა ამერიკიდან დიდი გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით დაბრუნდა

ახალგაზრდა, დამწყებმა მწვრთნელმა, ანატოლი ბოისამ საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის დახმარებით ამერიკაში 2 მნიშვნელოვან ღონისძიებაში მიიღო [&...
წაკითხვა
კალათბურთი

10 სპორტსმენი, რომელთაც ინსტაგრამზე დადებულ თითო პოსტში ყველაზე მეტ თანხას უხდიან

პლატფორმა Hopper HQ-მ გამოაქვეყნა იმ სპორტსმენთა ათეული, რომელთაც სოციალურ ქსელ ინსტაგრამზე განთავსებულ თითოეულ პოსტში ყველაზე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს მეტოქეები კენჭისყრის შედ

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. ჩვენი ნაკრები მოხვდა E ჯგუფში, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ბითაძემ “ინდიანა პეისერსთან” კონტრაქტი გააფორმა – გოგას ანაზღაურება ცნობ

გოგა ბითაძე ოფიციალურად “ინდიანა პეისერსის” წევრია. ქართველმა კალათბურთელმა “პეისერსთან” ახალბედისათვის გარანტირებული კონტრაქტ...
წაკითხვა
კალათბურთი

ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს

დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს 20-წლამდე ნაკრებმა სომხეთი 98:46 დაამარცხა (ვიდეო)

საქართველოს 20-წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მეორე შეხვედრაში სომხეთი დამაჯერებლად, 98:46 დაამარცხა. საქართველოს [&hel...
წაკითხვა
კალათბურთი

დემარკუს კაზინსი კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს

“გოლდენ სტეიტის” ვარსკვლავური ცენტრი, დემარკუს კაზინსი, კარიერას “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუ...
წაკითხვა
კალათბურთი

კავაი ლეონარდის ახალი კლუბი ცნობილია!

ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე, კავაი ლეონარდი უახლოეს ხანებში “ლოს ანჯელეს კლიპერსის” კალათბურთელი გახდება....
წაკითხვა