სოხუმს რუსთავში მოსაგებად ძალები არ ეყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თარიღი: თებერვალი 8, 2015

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტური დასრულდა. ტურის რიგით მეოთხე, ბოლო შეხვედრას რუსთავმა უმასპინძლა, სადაც სათამაშოდ „სოხუმი“ ჩავიდა და გულშემატკივრებმაც საინტერესო, დაძაბული მატჩი იხილეს.

„სოხუმმა“ რუსთაველებს თავიდანვე დაანახა, რომ იოლად არაფერს დათმობდა. აფროამერიკელი კალათბურთელებით გაძლიერებული ვაჟა კვარაცხელიას გუნდი თავიდანვე მობილიზებულად, შედეგიანად ათამაშდა, მასპინძლები კი დაცვაშიც მოიკოჭლებდნენ და სროლათა უმეტესობასაც აცილებდნენ.

შედეგად სოხუმელებმა პირველი მეოთხედი 21:12 მოიგეს და რუსთაველთა მწვრთნელ მიხეილ ბერუაშვილს გადაადგილებების მოხდენა მოუხდა. მეორე პერიოდიდან რუსთაველებმა დაცვა გაამაგრეს, სწრაფ შეტევებზე გადავიდნენ და გაუმართლათ კიდეც. დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და მესამედან თამაში ქულა-ქულაში გაგრძელდა.

სოხუმელები მდევრის როლში აღმოჩდნენ, თუმცა მასპინძლებს არ რჩებოდნენ და ანგარიშში მოკლე დისტანციაას ინარჩუნებდნენ. სოხუმელებს ირაკლი ჩლაიძის ზუსტი შორეული სროლები შველოდა, ჩარლზ გილმორმაც გაისწორა სამიზნე და ბოლო წუთებზე ანგარიში თანაბარი იყო.

გადამწყვეტ მომენტში შესანიშნავად ითამაშეს რუსთაველთა უკანახაზელებმა – ამერიკელმა ტერენს ოგლსბიმ და მიხეილ ჭოჭუამ. მათმა გააზრებულმა თამაშმა რუსთაველთა დანარჩენი მოთამაშეები აიყოლიეს და ბოლო წუთებზე მასპინძლებმა გასამარჯვებლად საჭირო ლიდერობა მოიპოვეს.

საბოლოო ანგარიში 82:75 დაფიქსირდა. გამარჯვებულთაგან 17-17 ქულით ჭოჭუა და ოგლსბი გამოირჩნენ, აკაკი დვალიშვილმა კი ორმაგი დუბლი – 14 ქულა და 15 მოხნა მოაგროვა. 12 ქულა მიითვალა გიორგი ყველაშვილმა, რომლის ორქულიანები მეტად საჭირო აღმოჩნდა რუსთაველთათვის. „სოხუმში“ 26 ქულით საუკეთესო ირაკლი ჩლაიძე გახლდათ, ხოლო გიორგი ჯგერენაიაამ 18 ქულა დ 10 მოხსნა მიითვალა.

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„რთული მატჩი იყო. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და ბოლო წუთებამდე მოგების შანსს ინარჩუნებდა. საბედნიეროდ, გადამწყვეტ მომენტში ჩვენმა კალათბურთელებმა ყურადღებით და შედეგიანად ითამაშეს, რაც  გამარჯვების მიზეზი გახდა. წინ მთელი 6 თამაშია და რეგულარული ჩემპიონატის ბოლომდე კიდევ არაერთი ბრძოლის გადატანა მოგვიწევს. ვეცდებით, თამაში გავაუმჯობესოთ და გულშემატკივარი გავახაროთ“.

ვაჟა კვარაცხელია, „სოხუმის“ მთავრი მწვრთნელი:

„როგორც მოსალოდნელი იყო, „რუსთავმა“ გაიმარჯვა. მასპინძლებს გულშემატკივართა მხარდაჭერაც ჰქონდათ და გუნდის შემადგენლობაც ძალიან ძლიერი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ბოლომდე ვიბრძოლეთ და მოგებაც შეგვეძლო, მაგრამ ვერაფერს გავხდით და ბოლო წუთებზე დავმარცხდით“.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

გოგა ბითაძის 7 ქულა “მილუოკის” წინააღმდეგ (ვიდეო)

17 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ “მილუოკი ბაქსთან” 83:102 დამარცხდა. ახალგაზ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე “ჰიუსტონთან” 6 ქულით დაბრუნდა (ვიდეო)

16 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “ჰიუსტონს” დაუპირისპირდა და 111:102 დამარცხდა. ქართველი კალათბურთელი ტრავ...
წაკითხვა
კალათბურთი

შერმინატორი! – რა გააკეთა გიორგი შერმადინმა ესპანეთის ჩემპიონატის მატჩში (ვიდეო)

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში გიორგი შერმადინის “ტენერიფე” საკუთარ კედლებში “ბურგოსს” დაუპირისპირდა და 85:82 გაიმარჯვა. შე...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ მეტოქის კალათში ბურთი საკუთარი ნახევრიდან ჩააგდო (ვიდეო)

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში თორნიკე შენგელიას “ბასკონია” სტუმრად “ობრადოიროს” უპირისპირდება. პირველი მეოთხედის დასასრულ...
წაკითხვა
კალათბურთი

სამწუხარო ამბავი – გოგა ბითაძე “დეტროიტ პისტონსთან” მატჩს გამოტოვებს

“ინდიანა პეისერსის” ქართველი ცენტრი, გოგა ბითაძე დღეს “დეტროიტ პისტონსის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. “ინდიანას” ოფი...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის პირადი რეკორდი NBA-ში – 13 ქულა 20 წუთში (ვიდეო)

7 ნოემბერს, “ინდიანა პეისერსმა” საკუთარ კედლებში “ვაშინგტონ ვიზარდსი” მიიღო და 121:106 გაიმარჯვა. ამ შეხვედრაში “ინდიანა...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ ეხმაურებიან უცხოელი ქომაგები გოგა ბითაძის თამაშს “ჩიკაგო ბულსის” წინააღმ

4 ნოემბერს, გოგა ბითაძემ NBA-ს მატჩში, სასტარტო ხუთეულში პირველად ითამაშა. გოგას “ინდიანა პეისერსი” საკუთარ კედლებში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რატომ იზრდის გოგა ბითაძე წვერს? – ქართველი კალათბურთელის სახალისო პასუხი ჟურნალისტს

ამერიკელი ჟურნალისტი ტონი ისტი სოციალურ ქსელში გოგა ბითაძესთან დაკავშირებით სახალისო პოსტს აქვეყნებს. მან “კლივლენდ კავალიერსსა” […...
წაკითხვა
კალათბურთი

“თუ არ სურთ, რომ ვინმეს დავეხმარო, არავის დავეხმარები” – რა უთხრეს ბითაძ

2 ნოემბერს, გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსმა” “კლივლენდ კავალიერსი” 102:95 დაამარცხა. ახალგაზრდა ქართველმა ცენტრმა წარმატებული ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ ოლადიპოს რეაქცია გოგა ბითაძის სამქულიანზე (ვიდეო)

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე მატჩი – 10 ქულა, 9 მოხსნა და 4 დაფარება “კლივლენდის

2 ნოემბერს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” სტუმრად “კლივლენდ კავალიერსს” დაუპირისპირდა და 95:102 გაიმარჯვა. ბითაძე [&h...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სადებიუტო მატჩი და ქულები NBA-ში (ვიდეო)

ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა, გოგა ბითაძემ NBA-ში პირველი მატჩი ჩაატარა. 20 წლის მოთამაშის დებიუტი “კლივლენდ კავალიერსის” […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს სუპერლიგიდან NBA-ში – მარკ ოგდენი “ატლანტაში” გადავიდა

“ატლანტა ჰოუქსმა” საქართველოს სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელი, ფორვარდი მარკ ოგდენი დაიმატა. ოგდენი ბოლო 2 წელიწადი “ოლიმპში”...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის ბრწყინვალე დებიუტი “ინდიანა პეისერსში” (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსში” გოგა ბითაძის დებიუტი შედგა. ქართველმა ცენტრმა მოსამზადებელ ეტაპზე “მინესოტას” წინააღმდეგ პარკეტზე 24 წუთი ...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძის სიმღერამ თანაგუნდელები და ქომაგები გაახალისა (ვიდეო)

“ინდიანა პეისერსის” ქართველ კალათბურთელს, გოგა ბითაძეს გუნდის Rookie Challenge-ში მოუწია მონაწილეობის მიღება. გოგამ კრისტინა აგილერას [&he...
წაკითხვა