სოლარი “ბარსელონასთან” მატჩზე: “რეალი” ყოველთვის ფავორიტია”
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი, სანტიაგო სოლარი, კოპა დელ რეის ნახევარფინალური ეტაპის მატჩის წინ აცხადებს, რომ “რეალი” ნებისმიერ მეტოქესთან ფავორიტია. შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ეტაპზე “ბლანკოსის” მეტოქე “ბარსელონა”იქნება.
“მეტოქისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, მადრიდის “რეალი” ყოველთვის ფავორიტია და თითოეულ მატჩში მოგებისთვის იბრძვის. ბოლომდე ვიბრძოლებთ – “რეალი” არასოდეს ნებდება.
დღეს (“რეალი” 3-0 “ალავესი”) ვნახეთ, თუ როგორ სურდათ ფეხბურთელებს “ბარსელონასთან” ჩამორჩენის შემცირება. ამასთან ერთად, ამ გუნდს კვირაში რამდენიმე მატჩის მაღალ დონეზე ჩატარების უდიდესი გამოცდილება გააჩნია.
ჩვენ საკუთარ ან “ბარსელონას” კალენდარზე სულაც არ ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესოდ შევძლოთ თავის წარმოჩენა გადამწყვეტ მატჩებში,” – აცხადებს სოლარი.
შეგახსენებთ, რომ წლის პირველი “ელ კლასიკო” 7 იანვარს, 00:00 საათზე აიღებს სტარტს.