სოლდადო: “როცა “რეალში” ვთამაშობდი, ბავშვი ვიყავი, ბევრს ვჭამდი და ვსვამდი”
“გრანადას” თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ მადრიდის “რეალში” გატარებული წლები გაიხსენა და თქვა, რომ ის მაშინ საკუთარ თავს არ უფრთხილდებოდა.
სოლდადო “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში 2000 წელს ჩაირიცხა, 2006 წელს კი, 21 წლის ასაკში, ის პირველი გუნდის წევრი გახდა. მან “სამეფო კლუბში” 16 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
“როცა “რეალში” ვთამაშობდი, ბავშვი ვიყავი. ჩემ თავზე არ ვზრუნავდი, ბევრს ვჭამდი, ვსვამდი და ყოველთვის მზად ვიყავი, რომ გასართობად წავსულიყავი.
გუნდში იყვნენ პროფესიონალები – ფიგუ, ზიდანი, რაული, მაგრამ მე ყოველთვის იმ ფეხბურთელების გვერდით ვიყავი, ვისთანაც არ უნდა ვყოფილიყავი. ვუყურებ მაშინდელ ფოტოებს, ზედმეტი წონა მქონდა, რის გამოც მრცხვენია. ჩემ თავზე უფრო მეტად რომ მეზრუნა, შესაძლოა, გუნდში დასამკვიდრებლად უფრო მეტი შანსიც მქონოდა. ვიღაცას ჩემთვის სახეში სილა უნდა გაეწნა”, – უთხრა 34 წლის ფეხბურთელმა The Guardian-ს.