სოლსკიაერი თუ სულშერი? როგორ წარმოითქმის ნორვეგიელი სპეციალისტის გვარი?
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტე ულე გუნარ სულშერის დანიშვნის შემდეგ, საფეხბურთო სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა წარმოიშვა იმის შესახებ, თუ როგორ წარმოითქმის ნორვეგიელი სპეციალისტის სახელი.
ეს საკითხი დავის საგანი გახდა ქართულ პრესასა და სოციალურ ქსელებშიც. თუმცა არც უცხოურ ექსპერტებს აქვთ საქმე იოლად. აღსანიშნავია, რომ 2014 წელს თავად სულშერმაც თავი აარიდა პასუხს ამ კითხვაზე – “ოლე, გთხოვთ, ასე უფრო მარტივია”.
თუმცა მათთვის, ვისაც სურთ, რომ ზუსტად იცოდნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცის სახელის წარმოთქმის სწორი გზა, გეტყვით, რომ სწორ ვარიანტად მოისაზრება – ულე გუნარ სულშერი.
Solskjaer ორ ნაწილად იყოფა: “Sol” და “skjaer.” Sol-ის წარმოთქმა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს – “სულ”. საქმე გაცილებით უფრო რთულადაა Skjaer-ის შემთხვევაში. Skj ასოთწყობა ნორვეგიაში იკითხება, როგორც “შ”, ხოლო æ ასო, რომელიც ნორვეგიულ და დანიურ ანბანში გვხვდება, “ე”-ს აღნიშნავს. დანარჩენი კი მარტივი გახლავთ – ულე გუნარ სულშერი.