სონმა დისკვალიფიკაციის შესახებ ინტერვიუს დროს გაიგო
17 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “ტოტენჰემს” დაუპირისპირდა და ანგარიშით 4:3 გაიმარჯვა. ორი მატჩის ჯამში (4:4) ნახევარფინალის საგზური ლონდონელებმა მოიპოვეს.
შეხვედრის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე სონ ჰინ-მინი იყო, რომელმაც დუბლი გაიფორმა. კორეელმა თავდამსხმელმა 48-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. მას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სამი გაფრთხილება დაუგროვდა, რის გამოც ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩს გამოტოვებს.
სონმა დისკვალიფიკაციის შესახებ “მანჩესტერ სიტისთან” გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთ-ერთ გერმანულ ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს შეიტყო. “ამის შესახებ არ ვიცოდი”, – უთხრა 26 წლის ფეხბურთელმა ჟურნალისტს.
შეგახსენებთ, რომ “ტოტენჰემი” ნახევარფინალში “აიაქსს” დაუპირისპირდება.
Heung-Min Son informed on German TV that he’s out suspended for the semi-final first leg.
Reaction: “I didn’t know!” pic.twitter.com/Qw4Uf5xJAK
— Archie Rhind-Tutt (@archiert1) April 17, 2019