სორიანო “იუნაიტედს” აფრთხილებს
“მანჩესტერ სიტის” აღმასრულებელი დირექტორი, ფერან სორიანო თანაქალაქელებს აფრთხილებს, რომ ვან გაალის მოყვანა შესაძლოა სავალალო აღმოჩნდეს.
როგორც ვიცით “იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატი ლუი ვან გაალი გახლავთ. მას “ბარსელონაში” სორიანოსთან ერთად აქვს ნამუშევარი, საიდანაც ფერანი კარგად იცნობს. ამიტომაც იგი თვლის, რომ მის დანიშვნას შესაძლოა პრობლემები მოჰყვეს.
“თუ ცუდად ექცევი ხალხს, ისინი ამას ხვდებიან. ერთხელ შეცდები და ბოლოს მოგიღებენ. ასეთი რამ ბევრ კლუბში მინახავს. ლუი ვან გაალი ძალიან კარგი მწვრთნელი იყო ბევრ კლუბში, მაგრამ მას რთული სტილი აქვს. ასეთი რამ დაემართა “ბარსელონასა” და “ბაიერნშიც”
“რთული ხასიათი აქვს, ხალხს იგი არ მოსწონს, მაგრამ წარმატებას აღწევს. ერთხელ არ გამოგივა გამარჯვება და როცა ეს მოხდება ბრუნდებიან უკმაყოფილოები და შენს განადგურებას ინდომებემ. კინოში ეს ჭრის, ცხოვრებაში არა.”
“ფეხბურთში ერთი რამ გავიგე – რთულია ლიდერად ყოფნა. შენ შენი ლიდერობის სტილი გუნდის საჭიროებიდან გამომდინარე უნდა ჩამოაყალიბო და არა პირადი ხასიათიდან გამომდინარე. ეს ალოგიკურია.”
“ხალხი ფიქრობს, რომ კარგი ლიდერი ისაა, ვინც ხასიათის სიმტკიცეს ფლობს. მე კი ვამბობ, რომ კარგი ლიდერია ის, ვინც გუნდს უსმენს და ესმის და იყენებს ლიდერობის სტილს, რომელიც გუნდს სჭირდება” – აცხადებს სორიანო Sky Sports – თან ინტერვიუში.
წყარო: მანჩსტერ იუნაიტედის ფანკლუბი საქართველოში – http://redarmy.ge/