სოსო ფრუიძე: “გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ”
ხვალ, თბილისის დროით 17:00-ზე “დინამო არენაზე” მიმდინარე წლის ბოლო ოფიციალური მატჩი გაიმართება. სუპერთასისთვის ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ “დინამო” და “ჩიხურა” წარსდგებიან. დღეს კი, ქვეყნის მთავარი სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში მოახლოებული მატჩის შესახებ “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ ისაუბრა.
სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”): “ხვალინდელი თამაში ჩვენთვის გადამწყვეტი არ არის, თუმცა გამარჯვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჩვენი გუნდისთვის კიდევ ერთი ტიტული ძალიან კარგი იქნება. ჩვენი კლუბი ახლა ყალიბდება და ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი წარმატება დადებითად იმოქმედებს. მზადება ჩვეულებრივად მიმდინარეობს და იმედია ამ თამაშშიც თავს არ შევირცხვენთ. ტრავმის გამო კუჭუხიძე ვერ დაგვეხმარება. ჯიღაურმა მხოლოდ გუშინ ივარჯიშა, ხოლო მუმლაძეს სიცხე აქვს.
ზამთრის პაუზის დროს გაძლიერებას ვაპირებთ. განიხილება 3-4 ადგილობრივი მოთამაშის მოწვევის შესაძლებლობა. გულშემატკივრებ მინდა მოვუწოდო, რომ მოვიდნენ თამაშზე. ვპირდები, რომ არ ინანებენ.”