სოსო ფრუიძე: “კარგად დაწყებულ საქმეს ღირსეული დასრულება სჭირდება”
“მიხეილ მესხზე” მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ და კაპიტანმა დავით ოდიკაძემ “ბურსასპორთან” მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს.
სოსო ფრუიძე: “როტაციის საშუალება არ გვაქვს და პირველ მატჩთან შედარებით შემადგენლობაში მნიშნველოვანი ცვლილებები არ იქნება. ფსიქოლოგიური წნეხი არ გვაქვს. კარგად დაწყებულ საქმეს ღირსეული დასრულება სჭირდება. შეიძლება ლამაზი და ხარისხიანი ფეხბურთი არ იყოს, მაგრამ იქნება დაძაბული, ორთაბრძოლებით სავსე თამაში”.
დავით ოდიკაძე: “ხვალინდელ მატჩში ჩვენი მონდომების და გულშემატკივრის დიდი იმედი გვაქვს. გპირდრებით, რომ თავს არ შევირცხვენთ”.
შეგახსენებთ, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი “მიხეილ მესხზე” ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე აიღებს სტარტს. ბილეთის ფასი 4 ლარია.