სოსო ფრუიძე: “მივხვდი, თუ რატომ ვერ აღწევს “ლოკომოტივი” წარმატებას”
“ლოკომოტივის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივიდან” წამოსვლაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა “ფაქტორი Live”-ს ეთერში.
“მე მატერიალური დაინტერესების გამო არ მივსულვარ. ანაზღაურება ისეთი მქონდა, გაგეცინებათ საერთოდ. მე მივედი იმისთვის, რომ ჩემი დახმარება უნდოდათ, ევროპა ლიგაზე ჩემი გამოცდილება. სულ მიკვირდა, “ლოკომოტივს” ყოველთვის ძალიან კარგი მწვრთნელები ჰყავდა და ვერასდროს წარმატებას ვერ აღწევდნენ. სამეულში შესვლა, ევროპაზე მოხვედრა და ახლა გავიგე, თურმე რატომ ხდება ეს, მაგრამ ამაზე საუბარი აღარ მსურს”, – განაცხადა სოსო ფრუიძემ.
“ლოკომოტივი” პირველი 2 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგის ერთპიროვნული ლიდერი იყო, თუმცა მოთამაშეებს ხელფასის 70% დააკლო და სწორედ ამიტომ ლევან კორღალიძემ გუნდი დატოვა. ჩემპიონატის განახლების შემდეგ გუნდმა მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა ფრუიძის ხელმძღვანელობით და 1 წააგო და 1 ფრედ ითამაშა. მე-4 ტურის შემდეგ “ლოკომოტივმა” ფრუიძე გაუშვა და გია ჭიაბრიშვილი მოიყვანა, რომელმაც ბათუმის “დინამოსთან” მე-5 ტურში 1-4 წააგო.