სოსო ფრუიძე: “მთავარი ამოცანა კარის მშრალად შენახვა იქნება”
ხვალ, მიხეილ მესხის სახლეობის სტადიონზე ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ერთმანეთს საჩხერის “ჩიხურა” და ბაქოს “ნეფთჩი” დაუპირისპირდებიან (პირველი მატჩი 0:0).
მატჩისწინა ვარჯიშის შემდეგ საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
სოსო ფრუიძე (ჩიხურას მთავარი მწვრთნელი): “ჩვეულ რეჟიმში ვემზადებით. იცით, რომ მოკლე სათადარიგო სკამი გვაქვს. სამწუხაროდ, რამდენიმე მოთამაშეს მიკროტრავმები აქვთ. მათი საკითხი ხვალ გადაწყდება.
ტაქტიკურად დიდი ცვლილებები არ იგეგმება. გვინდა, რომ 10-15 მეტრით წინ ავიწიოთ, თუმცა ყველაფერი მატჩის მსვლელობისას გამოჩნდება. პირველი შეხვედრის შემდეგ “ნეფთჩი” კარგად შევისწვალეთ. მეტოქე ძირითადად ორ ტაქტიკურ მონახაზს იყენებს, რომლებზეც საწინააღმდეგო გეგმა გვაქვს შერჩეული. მთავარი ამოცანა კარის მშრალად შენახვა იქნება. “ნეფთჩის” საკმაოდ კარგი შემტევი პოტენციალი და კარგი იდივიდუალისტები ყავს.
ჩვენთვის ყოველ კაპიკს ოქროს ფასი აქვს. ჩვენი გუნდის ბიუჯეტისთვის უეფას სანქციები დიდი დარტყმაა. განმეორების შემთხვევაში საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით.”
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები