სოსო ფრუიძე: “ფოლა” ის გუნდი არ არის, რომელსაც ჩვენი გამოგდება შეუძლია”

თარიღი: ივლისი 16, 2019

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩის წინ, საჩხერის “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სოსო ფრუიძემ, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.

“მოწინააღმდეგე გუნდისგან არც შემადგენლობაში და არც ტაქტიკური მხრივ დიდ სიურპრიზებს არ ველოდებით. ვფიქრობ, მეტოქე ისეთივე თამაშს დაგვიპირისპირებს, როგორც ლუქსემბურგში.

ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ხვალინდელი მატჩი და სრულად ვართ კონცენტრირებულები. ხვალინდელი დაპირისპირება არა მარტო ჩვენთვის, არამედ ქვეყნისთვის არის უმნიშვნელოვანესი.

მიკროტრავმები ჩვენ მუდამ თან გვდევდა, თუმცა, საბედნიეროდ, დღეისათვის ამ კუთხით დიდი პრობლემა არ გაგვაჩნია. ვარჯიში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ვცდილობთ წინა მატჩისგან დასკვნები გამოვიტანოთ.

რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა, ვთვლი, რომ “ფოლა” ის გუნდი არ არის, რომელსაც ჩვენი გამოგდება შეუძლია.

მეტოქე გუნდს უკვე შესწავლილი აქვს ჩვენი თამაში და ვფიქრობ, მეორე ნომრად დააპირებენ თამაშს. ჩვენი ფეხბურთელები უფრო სწრაფები არიან და ჩვენთვისვე იქნება უკეთესი, თუ ზემოთ ამოიწევიან.

და ბოლოს, მინდა ყველა ქართულ კლუბს წარმატებები ვუსურვო ევროსარბიელზე და მადლობა გადავუხადო ყველა იმ გულშემატკივარს, რომელიც ლუქსემბურგში გვამხნევებდა. ფეხბურთი ფანების გარეშე ყოელგვარ ეშხს კარგავს, ” – აცხადებს სოსო ფრუიძე.

შეგახსენებთ, რომ ლუქსემბურგულ და ქართულ კლუბებს შორის შემდგარი პირველი დაპირისპირება საჩხერის “ჩიხურას” გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 1-2.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

28 დღეში – ინკუმი “ტორპედოში” დაბრუნდა

ქუთაისის “ტორპედოს” დატოვების შემდეგ სამუელ ინკუმი კვლავ “ტორპედოში” დაბრუნდა. ინკუმმა “ტორპედო” ურთიერთშეთანხმები...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვილი სანიოლი “დინამო ბათუმს”: “ძალიან ბედნიერი ვარ”

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა “დინამო ბათუმს” “ბატესთან” 4-1 გამარჯვება მიულოცა. “ძალიან ბედნიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ქართულმა ოცნებამ” გიორგი ნემსაძე ცაგერის მერობის კანდიდატად დაასახელა

“ქართულმა ოცნებამ” ცაგერში მერობის კანდიდატად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და “დინამო თბილისის” ყოფილი მწვრთნელი, გიორ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ უნდა სამივე დააყენოს” – კახა კალაძე ძმებ არველაძეებზე (ფოტო)

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიტალი ჟუკოვსკი: “ფეხბურთში ასეთი შერცხვენილი არასოდეს ვყოფილვარ”

ბორისოვის ბატე-ს მთავარმა მწვრთნელმა, ვიტალი ჟუკოვსკიმ უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ბათუმის “დინამოსთან” განცდილი მარცხის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

უგუნდოდ დარჩენილი გრიგალავა მოსკოვის “ტორპედოში” ვარჯიშობს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა გია გრიგალავამ ტულის “არსენალი” დატოვა და ფორმის შესანარჩუნებლად მოსკოვის “ტორპედოში” ვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალო” აზად რაჰიმოვის სახელობის თასის გამარჯვებულია

“საბურთალო” აზად რაჰიმოვის სახელობის თასის პირველი გამარჯვებულია. “საბურთალომ” აზერბაიჯანული “საბაჰი” პენალტების ს...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ თამაშობდა ოლიმპიადაზე რონალდო რონალდინიოს გვარით? (ვიდეო)

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელ რონალდო ლუის ნაზარიო დე ლიმას ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე მხოლოდ ერთხელ უთამაშია. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხოაკინმა “ვულვზთან” მატჩი ნაბახუსევზე ყოფნის გამო გამოტოვა

ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა ხოაკინ სანჩესმა “ბეტისსა” და “ვულვერჰემპტონს” შორის გამართული საკონტროლო მატჩი საინტერესო მიზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის სექტემბერში ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად ბულგარეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსს” რონალდუსთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებს კრიშტიანუ რონალდუსთან ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს. ამ ინფორმაციას Sky Sports ადასტურებს. როგო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გაკოტრებული “კიევო” მოყვარულთა ლიგაში დააქვეითეს

“კიევო ვერონა” 2021/22 წლების სეზონში იტალიის სერია B-ში ვერ იასპარეზებს. “მფრინავი ვირები” ფინანსური პრობლემების გამო [&helli...
წაკითხვა