სოსო ფრუიძე: “რთული თამაში გველის”
ხვალ, მიხელ მესხის სახლეობის სტადიონზე საჩხერის “ჩიხურა” მაკედონიურ “ტურნოვოსთან” ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრას გამართავს. შეგახსენებთ, პირველი მატჩი ქართული გუნდის მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.
დღეს, გუნდებმა მიხეილ მესხზე ივარჯიშეს. “ჩიხურას” მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
სოსო ფრუიძე (ჩიხურა): “რთული თამაში გველის. ჩვენი მეტოქე გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების სინთეზს წარმოადგენს. საგანგებოდ ჩვენთან მატჩისთვის მაკედონიის ნაკრებში თამაშის გამოცდილების მქონე ორი ფეხბურთელი დაიმატეს. “ტურნოვო” კომბინაციური ფეხბურთის თამაშს ცდილობს. საბედნიეროდ, პირველ შეხვედრაში მეტოქეს ამის საშუალება არ მივეცით და გამარჯვება მოვიპოვეთ.
მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში გაძლიერების სურვილი გვაქვს, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული”
“ჩიხურასა” და “ტურნოვოს” დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ხვალ 20:00 საათზე აიღებს სტარტს.
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები