სოსო ფრუიძე: “შემოთავაზებები მქონდა, მაგრამ…”
საჩხერის “ჩიხურას” მთავარი მწვრთნელი, სოსო ფრუიძე “იმედის” გადაცემა “სპორტის დროში” იყო მიწვეული და 2 თემაზე ისაუბრა.
“შემოთავაზებები მქონდა და ყველას აქვს, მაგრამ სჯობს ის საქმე ვაკეთო, რასაც “ჩიხურაში” ვაკეთებ. აკადემია, გუნდი და ეს ყველაფერი”, – მოკლედ უპასუხა ფრუიძემ.
სოსომ შოტლანდიაში გასამართი განმეორებითი მატჩის შესახებაც ისაუბრა. პირველი შეხვედრა “აბერდინთან” 1-1 დასრულდა.
“როგორც ყველა შოტლანდიური გუნდი, “აბერდინიც” ძალისმიერი ფეხბურთის მიმდევარია. მინიმუმ 1 გოლი გასატანი გვაქვს, სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში არავის დამატებას არ ვგეგმავთ”.
61 წლის ფრუიძე “ჩიხურას” 2008 წლიდან წვრთნის და 2013 წელს სუპერთასი, 2017 წელს კი საქართველო თასი მოიგო. გუნდს ყოველ წელს თითქმის ახლიდან აწყობს, თუმცა საჩხერლები ევროპა ლიგაზე ყოველთვის ღირსეულად და წარმატებულად გამოდიან.