სოსო ფრუიძე: “ვეცდებით, “აბერდინის” ყოველი მინუსი გამოვიყენოთ”

თარიღი: ივლისი 25, 2019

25 ივლისს, თბილისის დროით 20:45 საათზე სტარტს აიღებს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი საჩხერის “ჩიხურასა” და შოტლანდიურ “აბერდინს” შორის. მატჩამდე ერთი დღით ადრე “ჩიხურას” მთავარმა მწვრთნელმა, სამსონ ფრუიძემ, “დინამო არენაზე” პრესკონფერენცია გამართა.

“უპირველესყოვლისა, მინდა აღვნიშნო, რომ “აბერდინი” დიდი ტრადიციების მატარებელი კლუბია. ჩემთვის შოტლანდია საფეხბურთო ქვეყანაა და დიდი პატივია, ასეთი ისტორიის მქონე ქვეყნის წარმომადგენელთან დაპირისპირება.

დაგეთანხმებით იმაში, რომ “აბერდინი” საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდია. ისინი შოტლანდიურ ფეხბურთს თამაშობენ, ცდილობენ ბურთი მეტოქის საჯარიმოსთან მიიტანონ და შემდეგ სახიფათო შეტევები აწარმოონ.მეტოქე გუნდის შემადგენლობიდან გამოვყოფდი მათ ცენტრფორვარდებსა და ნახევარმცველ ალექს ფერგიუსონს. მათგან საკმაოდ დიდი ხიფათია მოსალოდნელი.

ვაღიარებთ, რომ ჩვენ წყვილში ფავორიტი “აბერდინია”. თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ჭკვიანური თამაშის ხარჯზე, მჯერა, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ. წინ დიდი ბრძოლა გველის.

არ დაგიმალავთ, რომ ხვალინდელ მატჩში ყველაზე მეტად სტანდარტულ მდგომარეობებს ვუფრთხით. “აბერდინი” ძლიერი გუნდია, თუმცა მინუსები მათაც აქვთ. ჩვენ ვეცდებით, რომ მათი ყოველი მინუსი გამოვიყენოთ.

რაც შეეხება ტრავმებს, ხვალინდელ შეხვედრაში დაზიანების გამო თამაშს ვერ შეძლებს არდაზიშვილი. სხვა მხრივ გუნდში კარგი მდგომარეობაა,” – ვციტირებთ სოსო ფრუიძის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “ჩიხურამ” ორმატჩიან დუელში ლუქსემბურგული “ფოლას” დამარცხება შეძლო (4:2). ასეთივე ანგარიშით დაამარცხა “აბერდინმა” ფინური “როვანიემი”. ამ წყვილის გამარჯვებულს მომდევნო ეტაპზე ხორვატული “რიეკა” დაუპირისპირდება.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ანჩელოტიმ სამწვრთნელო კარიერის დასრულება დააანონსა

მადრიდის “რეალის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ “სამეფო კლუბი” მის სამწვრთნელო კარიერასი უკანასკნელი იქნება. “...
წაკითხვა
ფეხბურთი

მბაპე: “თუ კარიმი წელს “ოქროს ბურთს” ვერ მოიგებს, დაივიწყოს ეს ჯილდოR

“პარი სე-ჟერმენის” თავდამსხმელმა კილიან მბაპემ “ოქროს ბუცისთვის” ბრძოლაში მთავარი ფავორიტები დაასახელა. “მთავარი პრეტენდ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” და ბერნარდუ სილვა შეთანხმდნენ

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იუწყება, რომ “ბარსელონამ” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ ბერნარდუ სილვასთან შეთა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს

ბათუმის “დინამო” ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. “ძვირფასო გულშემატკივრებო, გვინდა გაცნობოთ, რომ რამდენიმე ფეისბუქ გვერდი და ე.წ. [...
წაკითხვა
ფეხბურთი

კოენტრაუ დისკვალიფიკაციით დასაჯეს, ფეხბურთელს კარიერა უკვე დასრულებული აქვს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი ფაბიუ კოენტრაუ პორტუგალიაში დისკვალიფიკაციით კარიერის დასრულების შემდეგ დასაჯეს. ფეხბურთელი 2020-2021 წლებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ენრიკო ფედელე: “კვარაცხელიას კონტრაქტში უწერია, თუ თამაშში 3 დრიბლინგი არ გააკეთა, ა

ცნობილმა იტალიელმა საფეხბურთო ექსპერტმა, ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა ენრიკო ფედელემ “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა და პრეზიდენტი დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფლორენტინო პერესმა რონალდოს დასცინა (ვიდეო)

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა სასტუმროში შესვლის წინ ჟურნალისტების კითხვებს მოკლედ უპასუხა და რონალდოს დაბრუნებაზე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ჩაკვეტაძემ დაძაბულობას ვერ გაუძლო” (ვიდეო)

“სლოვანი” ევროპა ლიგაზე კვიპროსულ “ოლიმპიაკოსთან” პენალტების სერიაში გამოვარდა. სამივე ქართველი (კანკავა, კაშია, ჩაკვეტაძე) ძი...
წაკითხვა
ფეხბურთი

კეილორ ნავასი ხვიჩას თანაგუნდელი ხდება

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ “პარი სენ-ჟერმენის” მეკარე კეილორ ნავასი ამ ზაფხულს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები პროგრესის გზას ადგანან და საზღვარგარეთ საკმაო ძლიერ გუნდებში ახერხებენ გადასვლას. წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერ ანაზღაურება დე იონგს – რატომ არ იკლებს ნიდერლანდელი ფულს?

კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბოლო 1 თვეა გუნდის დატოვების ზღვარზეა და “მანჩესტერში” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელის გარეშე – ვინ გადაიყვანა ლოჩოშვილი იტალიაში?

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიურ “კრემონეზეში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ლოჩოშვილი სააგენტო Player agents-ში არის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის საქართველო? – სომხეთი ევროპაზე, აზერბაიჯანი ჩემპიონთა ლიგაზე

ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე გამოსვლა სულ რაღაც 22 დღეში დაასრულეს. აზერბაიჯანულმა “ყარაბაღმა” ჯერ ბათუმის “დინამოს” 5-0 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეხბურთის ფედერაციამ უარი თქვა” – რატომ არ წავიდა აზაროვი ამერიკაში?

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმში” ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა. “ის ...
წაკითხვა