სოსო ფრუიძე: “სოფლის გუნდი გვიწოდეს?”

თარიღი: ივლისი 31, 2014

უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბაქოს “ნეფთჩისა” და საჩხერის “ჩიხურას” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 0:0 დასრულდა. მატჩის შემდეგ იმერელთა მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ განაცხადა, რომ დღეს იღბალი მათ მხარეს იყო.

“კარგი თამაში გამოვიდა, უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა. ვიცოდით, რომ “ნეფთჩი” ძლიერი გუნდია. მეტოქეს პატივს ვცემთ. მოწინააღმდეგე გუნდს ძალიან კარგი მწვრთნელი და შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავს. იღბალი ჩვენ მხარეს იყო. განმეორებითი მატჩისთვის უფრო საფუძვლიანად მოვემზადებით.
სოფლის გუნდი გვიწოდეს? ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ ამ განცხადებას ვუპასუხო”, – ციტირებს ფრუიძის სიტყვებს azerisport-ი.

მატჩს “ჩიხურას” ქომაგებიც დაესწრნენ, რომელთაც სოსო ფრუიძემ მადლობა გადაუხადა:

“მადლობას ვუხდი საქართველოდან ჩამოსულ გულშემატკივრებს. ისინი გულმხურვალედ გვქომაგობდნენ. ამავე დროს, მოხარული ვარ, რომ “ნეფთჩის” ასეთი ქომაგები ვიხილე.
განმეორებით მატჩიც ვიბრძოლებთ და ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ არ ვართ “ნეფთჩის” კალიბრის გუნდი და ეს კარგად გვესმის”, – განაცხადა ფრუიძემ.

“ჩიხურას” თავკაცმა მატჩის მიმდინარეობისაას მომხდარი ინციდენტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც azerisport-ი იუწყება, სტადიონზე დამსწრე “ჩიხურას” გულშემატკივრებმა პირველი ტაიმის ბოლოს ტრიბუნაზე გამოფინეს რუკა, რომელზედაც ქალაქები კახი და ზაქათალა საქართველოს შემადგენლობაში იყვნენ შეყვანილნი.

“ვწუხვარ, რომ ასეთი რამ მოხდა. აზერბაიჯანი ჩვენი მეგობარი და მეზობელი სახელმწიფოა. ისინი არ იყვნენ “ჩიხურას” ნამდვილი გულშემატკივრები”, – აღნიშნა სოსო ფრუიძემ.

მისივე თქმით, “ჩიხურა” განმეორებით შეხვედრაში უფრო ლაღად ითამაშებს:

“ვეცდებით, უფრო გახსნილი ფეხბურთი ვითამაშოთ, ვიდრე “ბურსასპორთან” მოხდა. საშინაო მატჩში უფრო მეტად შევუტევთ”.

შეგახსენებთ, რომ “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის განმეორებითი შეხვედრა 7 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადონზე, 21:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

თავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილს – საფეხბურთო სამყარო კვლავ გაერთიანდა

ცხინვალის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაჭერილი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა. თბილისის “დინამოს...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაია: “დარწმუნებული ვარ, წინ მეტი სიხარული იქნება!”

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. 26 წლის ფეხბურთელმა გულშემატკივრებს მადლობა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გრანიტ ჯაკას პოსტი სოციალურ ქსელში საქართველოსთან მატჩის შემდეგ (ფოტო)

შვეიცარიის ნაკრების ნახევარმცველმა, გრანიტ ჯაკამ საქართველოს ნაკრებთან მოგებული მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. ბრიტანული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი” – ლუკა გუგეშაშვილი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების კაპიტანმა, ლუკა გუგეშაშვილმა საფრანგეთის ნაკრებთან 3-2 წაგების შემდეგ სოციალურ ქსელში საინტერესო კომენტარი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია: “ვპროგრესირებთ, უკეთეს ფეხბურთს ვთამაშობთ და სწორ გზაზე ვართ”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა, გურამ კაშიამ შვეიცარიასთან განცდილი მარცხის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ვთვლი, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლიხტშტაინერი: “გოლი პირველ ტაიმშივე უნდა გაგვეტანა”

შვეიცარიის ნაკრების კაპიტანმა, სტეფან ლიხტშტაინერმა საქართველოსთან გამარჯვების (1:0) შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა. გამოცდილი მარჯვენა მცველი [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

U21: რის გამო დანიშნა მსაჯმა პენალტი საქართველოს წინააღმდეგ? (ვიდეო)

15 ნოემბერს, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები საფრანგეთს სტუმრად დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა საფრანგეთთან საეჭვო პენალტით წააგო

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრებთან 92-ე წუთზე მსაჯის მიერ საეჭვოდ დანიშნული პენალტის გამო 3-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ევრო 2020-ის შესარჩევი შვეიცარიასთან ღირსეული მარცხით დაასრულა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი შვეიცარიასთან სტუმრად 1-0 დათმო. შვეიცარიის ნაკრები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

U21: საფრანგეთი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთს სტუმრად დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმერ ვაისის ბოლო მატჩი საქართველოს ნაკრებში?

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი, შესაძლოა, ბოლო აღმოჩნდეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვლადიმერ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შვეიცარია – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები სტუმრად შვეიცარიას დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი: “ვეცდებით, შეტევაში მეტი ხარისხი ვაჩვენოთ. გოლი უნდა გავიტანოთ”

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2020-ის საკვალფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრას შვეიცარიის წინააღმდეგ გამართავს. ვლადიმირ ვაისის […]...
წაკითხვა