ესპანეთი — ჩეხეთი: სავარაუდო შემადგენლობები, ფაქტები, სტატისტიკა

თარიღი: ივნისი 13, 2016

ესპანეთი — ჩეხეთი
შეხვედრის ადგილი: ტულუზა; “ტულუზის სტადიონი”
შეხვედრის დრო: ორშაბათი, 13 ივნისი; 17:00 (მატჩის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ)
მთავარი არბიტრი: შიმონ მარჩინიაკი (პოლონეთი)


დღეს ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის მეორე მატჩი შედგება. ტულუზაში ერთმანეთს ესპანეთისა და ჩეხეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. როგორც მოგეხსენებათ, ჯგუფის პირველ შეხვედრაში ხორვატიამ თურქეთის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

ვისენტე დელ ბოსკეს საკადრო პრობლემები არ აქვს და მისთვის სასურველი ფეხბურთელის გამოყენება შეუძლია. რაც შეეხებათ ჩეხებს, დისკვალიფიკაციის გამო შეხვედრას ცენტრალური მცველი მარეკ სუხი გამოტოვებს, რომელმაც ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ საკვალიფიკაციო ეტაპის უკანასკნელ მატჩში პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.


ესპანეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

24.06.16 ამხ. იტალია ესპანეთი 1:1
27.03.16 ამხ. რუმინეთი ესპანეთი 0:0
29.05.16 ამხ. ესპანეთი ბოსნია/ჰერცეგ. 3:1
01.06.16 ამხ. ესპანეთი კორეა 6:1
07.06.16 ამხ. ესპანეთი საქართველო 0:1

ჩეხეთის ნაკრების ბოლო 5 მატჩი:

24.03.16 ამხ. ჩეხეთი შოტლანდია 0:1
29.03.16 ამხ. შვედეთი ჩეხეთი 1:1
27.05.16 ამხ. ჩეხეთი მალტა 6:0
01.06.16 ამხ. რუსეთი ჩეხეთი 1:2
05.06.16 ამხ. ჩეხეთი კორეა 1:2

ურთიერთშეხვედრები:
07.10.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ჩეხეთი 0:2 ესპანეთი
26.03.11 – ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 2:1 ჩეხეთი
08.06.97 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ესპანეთი 1:0 ჩეხეთი
09.10.96 – მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი: ჩეხეთი 0:0 ესპანეთი


Vicente del Bosque - Pavel Vrba

ვისენტე დელ ბოსკე (ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “სასტარტო შეხვედრა ყოველთვის განსაკუთრებული და საპასუხისმგებლოა. ჩეხეთის ნაკრები კარგად ორგანიზებული გუნდია, კარგი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული. მეტოქე კარგად თამაშობს “სტანდარტებზე”.

ვფიქრობ, განვლილი მძიმე სეზონის მიუხედავად, ჩვენი გუნდი კარგ ფორმაშია. ფეხბურთელები ჯანმრთელად და კარგ ხასიათზე არიან. ვნახოთ, რამდენად შევძლებთ ამ განწყობის გადმოტანას მოედანზე”.

პაველ ვრბა (ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ვხვდებით და წარმატების მისაღწევად ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. მეტოქეს თითოეულ პოზიციაზე მსოფლიოს დონის ფეხბურთელი ჰყავს. დიდი გამოცდა გველის, თუმცა ვფიქრობ, რომ მათი გაკვირვება შეგვიძლია.

არ გვინდა, რომ ტომაშ როსიცკის თავისუფალი მოქმედების არეალი შევუზღუდოთ. მას შეტევა და მომენტების შექმნა უყვარს. აქედან გამომდინარე, ჩვენი გუნდის სხვა ფეხბურთელებს მათთვის უჩვეულო დაცვითი პოზიციების დაკავება მოუწევთ. დისკვალიფიცირებული მარეკ სუხის გარდა სათამაშოდ ყველა მზად არის”.


სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: კასილასი, ხუანფრანი, პიკე, რამოსი, ალბა, ბუსკეტსი, დავიდ სილვა, ფაბრეგასი, ინიესტა, ნოლიტო, მორატა.

cats

ჩეხეთი: ჩეხი, კადერჟაბეკი, სივოკი, კადლეცი, გებრე სელასიე, დარიდა, პლაშილი, დოჩკალი, როსიცკი, კრეიჩი, ნეციდი.

cats


Fanebi.Com-ის პროგნოზი

ესპანეთი 2:0 ჩეხეთი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბარსელონას” 12-წლამდელთა გუნდმა ესპანეთის სახელით თამაშზე უარი თქვა

ესპანურ პრესაში სკანდალური ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც კიდევ უფრო ამძაფრებს კატალონიისა და ესპანეთის პოლიტიკურ დაპირისპირებას. საქმე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ხეას ბრწყინვალე სეივი შვედეთთან მატჩში (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, შვედეთისა და ესპანეთის ნაკრებებს შორის მატჩის მიმდინარეობისას დავიდ დე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიბრალტარი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სუმტრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

უკრაინელი ფეხბურთელები და ფანები პორტუგალიასთან მატჩის შემდეგ (ვიდეო)

14 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ნაკრები კიევის ოლიმპიურ სტადიონზე პორტუგალიას დაუპირისპირდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუმ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა (ვიდეო)

კრიშტიანო რონალდუმ პროფესიონალურ კარიერაში მე-700 გოლი გაიტანა. 34 წლის თავდამსხმელმა უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

70 000 უკრაინელის მიერ შესრულებული ჰიმნი პორტუგალიასთან მატჩის წინ (ვიდეო)

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე უკრაინის ეროვნული ნაკრები კიევში პორტუგალიას მასპინძლობს. მატჩის დაწყების წინ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სალგადო: “იოვიჩი “რეალში” დიდ ზეწოლას განიცდის, მას მეტი დრო სჭირდება

მადრიდის “რეალის” ყოფილი მცველი, მიჩელ სალგადო, ლუკა იოვიჩის გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არასასურველი: ბრაზილიაში 600-დან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი ატარებს 24 ნომერს

“გრემიოს” მესამე სათადარიგო მეკარე, რომელიც “გრემიოს” განაცხადში შეიყვანეს, უკვე გახდა უნიკალური ფეხბურთელი ბრაზილიური ფეხბურთ...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო ბუსკეტსის პასუხი ედეგორს (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ნორვეგიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ესპანეთი მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორ ეხმაურებიან ირლანდიელები საქართველოსთან გამართულ მატჩს?

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას” დაუპირისპირდა და [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

კასპერ შმეიხელის სეივები შვეიცარიასთან მატჩში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დანიის ნაკრებმა საკუთარ მოედანზე შვეიცარია მიიღო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიკ მაკკარტი: “ჩვენთვის ეს ქულა მოპოვებული ქულაა”

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მიკ მაკკარტიმ საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა შინ ირლანდიასთან ფრედ ითამაშა

12 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი შედგა საქართველოსა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო – ირლანდია (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიო: რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც მინახავს

ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ბრაზილიელი რონალდო ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, ვინც კი მას უნახავს. პორტუგალიელ სპეციალისტს […]...
წაკითხვა