სპალეტი: “იკარდი ჩამოყალიბებული თავდამსხმელია”
გუშინ იტალიის ჩემპიონატის მერვე ტურის შეხვედრაში მილანური დერბი შედგა: “ინტერი” “მილანის” წინააღმდეგ, სადაც პირველმა მათგანმა ანგარიშით, 3:2 იმარჯვა. “ინტერის” მხრიდან სამივე გოლი მაურო იკარდიმ შეაგდო.
გამარჯვებული გუნდის მწვრთნელმა, ლუჩიანო სპალეტიმ მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთა.
“დღეს მაურო ფანტასტიკური იყო, ფანტასტიკური! მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი პასუხისმგებლობა აქვს, არ უშინდება, ბევრს შრომობს და რჩევებსაც უსმენს. ეს ყველაფერი დღეს მინდორზე გამოჩნდა. იკარდი არის ჩამოყალიბებული თავდამსხმელი და მის მხრებზე დიდი პასუხისმგებლობაა.”
“მეორე ტაიმში უკან დავიხიეთ და ბურთი უფრო მეტოქეს დავუთმეთ. პირველი ნახევარი კი ჩვენი უპირატესობით წარიმართა – ოქროს ნახევარდაცვით ცენტრს მშვენივრად ვაკონტროლებდით. დერბის სწორად მივუდექით და შედექიც სახეზეა,” – აცხადებს სპალეტი.