სპალეტი: “კვარა მოვიდა და ბოდიში მოიხადა”
“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ “აიაქსთან” 1-6 გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“საიდან მოდის თითოეული გამარჯვება? შენ ვალდებული ხარ კონცეტრაცია არ დაკარგო და მუდმივად იმუშავო. ჩვენ მნიშვნელოვანი ინდივიდუალისტები გვყავს, მაგრამ გუნდურობა არ უნდა დავკარგოთ.”
“დავინახე, რომ ლოზანომ და კვარაცხელიამ მნიშვნელოვანი ბურთები მოიპოვეს. ასევე, კვარამ მოიბოდიშა იმ 2 ბურთის გამო, რომლებიც თანაგუნდელს არ გადააწოდა. მაგრამ ის ძლიერია და ყველაფრის გაკეთება შეუძლია? არა, რადგან თუ ასე მოიქცევა და თავისუფალ პარტნიორს არ მიაწვდის, მეორე ჯერზე უკვე მისი თანაგუნდელი გააკეთებს იმავეს. თქვენ (ჟურნალისტები) მუდმივად აშორებთ კვარაცხელიას გუნდისგან და ცალკე გამოყოფთ, ასე არ გააგრძელოთ. ის მოვიდა, მოიბოდიშა და გაიგო. კარგად მოიქცა”
“ყველამ გაიტანა გოლი, არამხოლოდ რასპადორიმ. ჩვენ მხოლოდ ერთად ყოფნით შევძლებთ წარმატების მიღწევას” – განაცხადა სპალეტიმ.
ლუჩანო ხვიჩასგან ითხოვს დაცვას მაქსიმალურად დაეხმაროს და ნაკლები დრიბლინგი განახორციელოს.