სპალეტი “ნაპოლის” საძულველ გუნდში გადავა?
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი დატოვებს.
ყველაზე მეტად მის შემცვლელად ესპანეთის ნაკრების და “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე განიხილება. აურელიო დე ლაურენტისი ენრიკესთან მოლაპარაკებას აქტიურად აწარმოებს. მის კანდიდატურას იწონებენ იტალიურ საფეხბურთო წრეებშიც.
რაც შეეხება სპალეტის ბედს. თუ ლუჩანომ მოახერხა ნეაპოლის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე დატოვება, მაშინ გათავისუფლების შემდეგ ნებისმიერ კლუბში შეეძლება მუშაობის დაწყება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, კონტრაქტის გამო, 1 წელი შესვენება მოუწიოს.
მისი წაყვანა “ნაპოლის” ამჟამინდელ სპორტულ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის “იუვენტუსში” სურს. ჯუნტოლი სეზონის ბოლოს “იუვეში” დაინიშნება და ხელფასის სახით 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. სპალეტის მანამდე “ინტერი” და “რომა” გაუწვრთნია.