სპალეტიმ “ინტერიდან” პერიშიჩისა და იკარდის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გუნდიდან ნახევარმცველ ივან პერიშიჩისა და ფორვარდ მაურო იკარდის შესაძლო აბარგების შესახებ ისაუბრა.
“ივანს ვესაუბრე. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ის თავს დაღლილად გრძნობს. პერიშიჩი ჯერჯერობით ისვენებს, გუნდს მოგვიანებით შემოუერთდება. მას საუბრისას მინიშნება არ გაუკეთებია, რომ გუნდიდან წასვლა სურს.
იგივეს ვიტყვი მაუროს შესახებაც. აშკარაა, რომ “ინტერმა” იკარდის განახლებული კონტრაქტი უნდა შესთავაზოს. სიტუაციას დადებითად ვაფასებ. პერიშიჩი და იკარდი “ინტერში” უნდა დარჩნენ”, – ციტირებს სპალეტის სიტყვებს Football Italia.
შეგახსენებთ, რომ მაურო იკარდისა და “ინტერს” შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის ზაფხულამდე აქვს, ხოლო ივან პერიშიჩის კონტრაქტს ძალა 2022 წლის 30 ივნისს გაუვა.