სპალეტის პასუხი ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე (ვიდეო)
ქართველმა ჟურნალისტმა (Exclusive.tv-დან) ნინა მამუკაძემ ლუჩანო სპალეტის მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ხვიჩაზე შეკითხვა დაუსვა.
ჟურნალისტი – “მონცას შემდეგ განაცხადეთ, რომ კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, მაგრამ დაძაბულია. დღეს რას გვეტყვით, რამდენად შეძლო ხვიჩამ თავისუფალი ყოფილიყო მოედანზე და როდესაც საბოლოოდ გათავისუფლდება წნეხისგან, სადამდე შეუძლია მივიდეს?”
“ხვიჩამ უკვე შეძლო თანაგუნდელების, ხელმძღვანელობისა და “ნაპოლის” ფანების დაფასება მოეპოვებინა, შესაბამისად, მშვიდად უნდა იყოს. მას გააჩნია ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი დიდი სურვილი, დღის სინათლეზე გამოიტანოს საკუთარი შესაძლებლობები და თან, მხრებზე აქვს ისეთი ერის გზავნილი, როგორიც საქართველოა. თამაშობს ცოტა გაშმაგებით, საკუთარი ძალებისა და ღირებულებების სრულად გამოვლენისთვის მშვიდად უნდა იყოს და საჭირო მომენტს დაელოდოს. და წარმოჩინდეს, რომ ის არის ფეხბურთელი, რომელიც მზად არის ნებისმიერი გუნდისთვის, რადგან ეს ასეა”