სპარტაკმა სიონს დაძაბულ ბრძოლაში სძლია
დღეს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.
“სპარტაკმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საკმაოდ სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა. ულამაზესი შორეული დარტყმით ანგარიში ცერცვაძემ გახსნა. მალევე ცხინივალელებს კიდევ ერთი მომენტი შეექმნათ. მარცხენა ფლანგიდან შინდაგორიძემ იაქტიურა და ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ სუსტად დაარტყა.
სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შემქნეს. ლობჯანიძის ჩაწოდების შემდეგ კარში გაფრინდაშვილმა დაარტყა. ბოლნისელთა მცდელობა ცხინვალელთა მცველმა გაანეიტრალა. აღნიშნულ ეპიზოდში “სიონის” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თერთმენმეტრიანის დანიშნვას საკმაოდ აქტიურად ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით ცხინვალელთა უკანახაზელს ბურთი ხელზე მოხვდა.
მე-17 წუთზე ბოლნისელებს კიდევ ერთი რეალური მომენტი შეექმნათ, რომელიც ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა. “სიონი” შემტევის ჩაწოდებას ამჯერად ისიანი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარისკენ თავით გადაგზავნა – “სპარტაკი” ხარიხამ იხსნა. ზუსტად ერთ წუთში გატანა უკვე სირაძეს შეეძლო, თუმცა გამოცდილმა შემტევმა ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა…
“სიონის” ეირიშებს 23-ე წუთზე “სპარტაკმა” საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევით უპასუხა. შინდაგორიძე-თექთურმანიძის კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიგაური აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მის მცდელობას ბოლნისელთა მცველები გადაეღობნენ და ცხინვალელებიც მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.
28-ე წუთზე “სპარტაკმა” მეორე გაიტანა. სტანდარტის შემდეგ ბათიაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რის შემდეგაც ერთი დამატებულის მოგერიება კი შესძლო, თუმცა რევაზ ქემოკლიძის დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა – 2:0.
“სიონს” სხვაობის შემცირება ზუსტად ერთ წუთში შეეძლო – მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ისიანის დარტყმა სუსტი გამოდგა.
ტაიმის დამთავრებამდე ბოლნისელებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას გოგობერიშვილმა დაასწრო და 42-ე წუთზე ანგარიშით 2:1 გახადა.
მეორე ნახევარი ბოლნისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სასტარო 10 წუთში რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო შეტევაც განახორციელეს. “სპარტაკმა” კი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კონტრშეტევებზე გააკეთა. პირელი ტაიმისგან განსხვეავებით თამაშის ტემპმა იკლო, რაც საგოლე მომენტების რაოდენობაზეც აისახა.
71-ე წუთზე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. მახარობლიძის კარგი გადაცემით საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ივანიშვილი შეიჭრა, თუმცა დარტყმას პასი ამჯობინა და ბოლნისელთა მცველებმაც ბურთი უპრობლემოდ მოიგერიეს.
82-ე წუთზე “სიონს” გათანაბარების საკმაოდ რეალური შანსი მიეცა. საშუალო დისტანციიდან შესრულებული უგულავას დარტყმა ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი მიზანს შეცვალზე შემოსულმა სამხარაძემ ააცილა.
85-ე წუთზე “სპარტაკის” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ცერცვაძის კარგი პასით მეკარესთან პირისპირ კაჭარავა დარჩა, თუმცა ფორვარდმა დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა. საპასუხო შეტევაში კი ბოლნისელემბა საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, თუმცა სტუმრებმა სტანდარტული ვერ გამოიყენეს.
მსაჯის მიერე კომპენსირებულ წუთში მოთამაშეთა შორის მცირე წაკინკლავება მოხდა, თუმცა მდგომარეობა მალევე განიმუხტა. 94 წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ლექვთაძემ ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტა, რის შემდეგაც მსაჯის სასტვენიც გაისმა – 2:1 “სპარტაკის” სასარგებლოდ.
სპარტაკი 2-1 სიონი
გოლები: ცერცვაძე 2′ (1:0); ქემოკლიძე 28′ (2:0); გოგობერიშვილი 42′ (2:1)
სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, ივანიშვილი (ლექვთაძე 83 ‘), ცერცვაძე, მახარობლიძე, ქემოკლიძე, გიგაური (ბურძენაძე 80′), კაჭკაჭიშვილი, შინგადორიძე, თექთურმანიძე, კაჭარავა (მაქაცარია 90’).
სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, კვარაცხელია, ფელიპე ლიმა (განუგრავა 46′), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (სამხარაძე 77′), გაფრინდაშვილი (უგულავა 56′), ლობჯანიძე, სირაძე, ისიანი.
მარიამ ნიშნიანიძე