სპარტაკმა სიონს დაძაბულ ბრძოლაში სძლია

თარიღი: ნოემბერი 2, 2014

დღეს, “მიხეილ მესხის” სათადარიგო მოედანზე უმაღლესი ლიგის მე-11 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა შედგა, რომელშიც ერთმანეთს ცხინვალის “სპარტაკი” და ბოლნისის “სიონი” დაუპირისპირდნენ.

“სპარტაკმა” თავიდანვე აქტიურად დაიწყო და საკმაოდ სწრაფად, მეორე წუთზე დაწინაურდა. ულამაზესი შორეული დარტყმით ანგარიში ცერცვაძემ გახსნა. მალევე ცხინივალელებს კიდევ ერთი მომენტი შეექმნათ. მარცხენა ფლანგიდან შინდაგორიძემ იაქტიურა და ხელსაყრელ პოზიციაშიც აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ სუსტად დაარტყა.

სტუმრებმა პირველი სახიფათო მომენტი მე-11 წუთზე შემქნეს. ლობჯანიძის ჩაწოდების შემდეგ კარში გაფრინდაშვილმა დაარტყა. ბოლნისელთა მცდელობა ცხინვალელთა მცველმა გაანეიტრალა. აღნიშნულ ეპიზოდში “სიონის” ფეხბურთელები და სამწვრთნელო შტაბი თერთმენმეტრიანის დანიშნვას საკმაოდ აქტიურად ითხოვდნენ, რადგან მათი აზრით ცხინვალელთა უკანახაზელს ბურთი ხელზე მოხვდა.

მე-17 წუთზე ბოლნისელებს კიდევ ერთი რეალური მომენტი შეექმნათ, რომელიც ამჯერადაც მარჯვენა ფლანგზე ლობჯანიძის აქტიურობას მოჰყვა. “სიონი” შემტევის ჩაწოდებას ამჯერად ისიანი გამოეხმაურა და ბურთი მეტოქის კარისკენ თავით გადაგზავნა – “სპარტაკი” ხარიხამ იხსნა. ზუსტად ერთ წუთში გატანა უკვე სირაძეს შეეძლო, თუმცა გამოცდილმა შემტევმა ცარიელ კარს რამდენიმე მეტრიდან ააცილა…

“სიონის” ეირიშებს 23-ე წუთზე “სპარტაკმა” საკმაოდ სახიფათო კონტრშეტევით უპასუხა. შინდაგორიძე-თექთურმანიძის კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე გიგაური აღმოჩნდა, რომელმაც საკმაოდ ძლიერად დაარტყა, მაგრამ მის მცდელობას ბოლნისელთა მცველები გადაეღობნენ და ცხინვალელებიც მხოლოდ კუთხურით დაკმაყოფილდნენ.

28-ე წუთზე “სპარტაკმა” მეორე გაიტანა. სტანდარტის შემდეგ ბათიაშვილმა ბურთი ვერ შეიმაგრა, რის შემდეგაც ერთი დამატებულის მოგერიება კი შესძლო, თუმცა რევაზ ქემოკლიძის დარტყმას ვეღარ გაუმკლავდა – 2:0.

“სიონს” სხვაობის შემცირება ზუსტად ერთ წუთში შეეძლო – მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ისიანის დარტყმა სუსტი გამოდგა.

ტაიმის დამთავრებამდე ბოლნისელებმა სხვაობის შემცირება მაინც მოახერხეს. კუთხურიდან მოწოდებულ ბურთზე ყველას გოგობერიშვილმა დაასწრო და 42-ე წუთზე ანგარიშით 2:1 გახადა.

მეორე ნახევარი ბოლნისელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს და სასტარო 10 წუთში რამდენიმე მეტნაკლებად სახიფათო შეტევაც განახორციელეს. “სპარტაკმა” კი აქცენტი საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე და კონტრშეტევებზე გააკეთა. პირელი ტაიმისგან განსხვეავებით თამაშის ტემპმა იკლო, რაც საგოლე მომენტების რაოდენობაზეც აისახა.

71-ე წუთზე სახიფათო შეტევა მასპინძლებმა განახორციელეს. მახარობლიძის კარგი გადაცემით საჯარიმოში მარჯვენა ფლანგიდან ივანიშვილი შეიჭრა, თუმცა დარტყმას პასი ამჯობინა და ბოლნისელთა მცველებმაც ბურთი უპრობლემოდ მოიგერიეს.

82-ე წუთზე “სიონს” გათანაბარების საკმაოდ რეალური შანსი მიეცა. საშუალო დისტანციიდან შესრულებული უგულავას დარტყმა ნადირაძემ მოიგერია, დამატებაზე კი მიზანს შეცვალზე შემოსულმა სამხარაძემ ააცილა.

85-ე წუთზე “სპარტაკის” სწრაფი კონტრშეტევა განახორციელა. ცერცვაძის კარგი პასით მეკარესთან პირისპირ კაჭარავა დარჩა, თუმცა ფორვარდმა დარტყმა ძალიან ცუდად შეასრულა. საპასუხო შეტევაში კი ბოლნისელემბა საჯარიმოს მისადგომებთან სახიფათო ჯარიმის შესრულების უფლება მიიღო, თუმცა სტუმრებმა სტანდარტული ვერ გამოიყენეს.

მსაჯის მიერე კომპენსირებულ წუთში მოთამაშეთა შორის მცირე წაკინკლავება მოხდა, თუმცა მდგომარეობა მალევე განიმუხტა. 94 წუთზე კი შეცვლაზე შემოსულმა ლექვთაძემ ორი მეტრიდან ცარიელ კარში ვერ გაიტა, რის შემდეგაც მსაჯის სასტვენიც გაისმა – 2:1 “სპარტაკის” სასარგებლოდ.

 

სპარტაკი 2-1 სიონი

გოლები: ცერცვაძე 2′  (1:0); ქემოკლიძე 28′ (2:0); გოგობერიშვილი 42′ (2:1)

სპარტაკი: ნადირაძე, იოსელიანი, ივანიშვილი (ლექვთაძე 83 ‘), ცერცვაძე, მახარობლიძე, ქემოკლიძე, გიგაური (ბურძენაძე 80′), კაჭკაჭიშვილი, შინგადორიძე, თექთურმანიძე, კაჭარავა (მაქაცარია 90’).

სიონი: ბათიაშვილი, სვანიძე, კვარაცხელია, ფელიპე ლიმა (განუგრავა 46′), კანდელაკი, გოგობერიშვილი, ცხადაია (სამხარაძე 77′), გაფრინდაშვილი (უგულავა 56′), ლობჯანიძე, სირაძე, ისიანი. 

სიონი_სპარტაკი_6923142424 ილია კანდელაკი_792323 ილია კანდელაკი_79535 სიონი_სპარტაკი_69231

მარიამ ნიშნიანიძე

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ბაიერნი” გერმანიის თასის მფლობელია, ლევანდოვსკიმ ნოიერის პასით გაიტანა (ვიდეო

გერმანიის თასის ფინალურ მატჩში მიუნხენის “ბაიერნმა” ლევერკუზენის “ბაიერი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა. ბავარიელთა თავდამსხმელმა რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ზესტაფონს” 12 ახალწვეული და ჯაბა დვალი ჰყავს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საწვრთნელი პროცესი განაახლა და ახალი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება “სამტრედიასთან” მოიპოვ

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში “თელავმა” “სამტრედია” მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-4 წუთზე ცენტრალურმა მცველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იურგენ კლოპი კარიერის ბოლო წლებს ითვლის

მერსესაიდული “ლივერპულის” ქარიზმატული თავკაცი, იურგენ კლოპი, გულშემატკივრებისთვის საწყენ განცხადებას აკეთებს. 53 წლის გერმანელი სპეციალისტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დილასა” და “დინამოს” ორხელისუფლებიანობა

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მე-3 შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხზე გორის “დილა” მიიღო და 0-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარსიალის ბრწყინვალე გოლი “ბორნმუთის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Martial 3-1 #MUNBOU #mufc pic.twitter.com/cWomSiunla — Red Army! (@RedorDead07) July 4, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

სეტიენი გრიზმანზე: “ყველა ვერ ითამაშებს”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, კიკე სეტიანმა ანტუან გრიზმანის შესახებ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, სეტიენმა გრიზმანი [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ედინსონ კავანის იტალიაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი

იტალიური პრესის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია გამცნოთ, რომ ედინსონ კავანის იტალიურ სერია A-ში დაბრუნება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგემ ჰავერცის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა

მიუნხენის “ბაიერნის” წარმომადგენელი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, კაი ჰავერცის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხობს. “დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” “იუვენტუსს” გრიზმანის ტრანსფერი შესთავაზა

ანტუან გრიზმანს რთული ზაფხული ელის. ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, “ლურჯ-ბროწეულისფრებს” ფრანგი ვარსკვლავის გაყიდვა აქვთ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი თორნიკე რიჟვაძემ გაიტანა (ვიდეო)

ბათუმის ახალი სტადიონი 99%-ით, თითქმის უკვე სრულად არის დასრულებული და სტადიონი აჭარის მთავრობამ მოინახულა. “აჭარის […]...
წაკითხვა