“სპარტაკს” ანანიძემაც ვერ უშველა
რუსული პრემიერლიგის 27-ე ტურში მოსკოვის “სპარტაკი” გროზნოში “ტერეკს” ესტუმრა და მე-40 წუთიდან კაცნაკლულ მეტოქესთან წაგება მოახერხა. მასპინძლებმა მოსკოველბს 4:2 სძლიეს.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ მატჩი “სპარტაკის” სათადარიგოებში დაიწყო და მოედანზე მხოლოდ 85-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში ჯერ კიდევ საყაიმო, 2:2 იყო.
27 ტურის შემდეგ “სპარტაკის” აქტივში 43 ქულა და მეექვსე ადგილია.