“სპარტას” მეკარემ ერთი წუთის განმავლობაში ორი პენალტი მოიგერია (ვიდეო)
როტერდამის “სპარტას” მეკარემ, როი კორტსმიტმა ჰოლანდიის ჩემპიონატის მეხუთე ტურში “ალკმაარის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ერთი წუთის განმავლობაში ორი პენალტი მოიგერია.
მთავარმა არბიტრმა მატჩის 21-ე წუთზე “სპარტას” კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. ვაუტ ვერგჰორსტის დარტყმული მეკარემ მოიგერია, მაგრამ მსაჯმა მიიჩნია, რომ ამ ეპიზოდში კიპერმა კარის ხაზი დატოვა და პენალტის ხელმეორედ შესრულების ვერდიქტი გასცა. ვერგჰორსტმა ამჯერად საპირისპირო მიმართულებით დაარტყა, მაგრამ კორტსმიტი ამ დარტყმულსაც გაუმკლავდა.
“ალკმაარმა” მატჩის მიმდინარეობისას ორი ბურთი მაინც გაიტანა და მეტოქე 2:0 დაამარცხა.
22′ & 23′ ❌ Weghorst misses 2 penalties…#az #spaaz #weghorst #kortsmit pic.twitter.com/mbystvrYxW
— Dutch Goals And More (@DutchGoalsAMore) September 15, 2017