SPECIAL ONE: ჟოზე მოურინიოს რეზონანსული ქმედებები (მეორე ნაწილი)
ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს თავი კარგ შედეგებთან ერთად მრავალი რეზონანსული ქმედებით დაამახსოვრა.
“ყიდნულის” ჟოზე
ჟოზე მოურინიომ დიდიე დროგბას გამოწვევა მიიღო Ice Bucket Challenge-ში მიიღო მონაწილეობა. თავის მხრივ პორტუგალიელმა ესტაფეტა ბრაიან ადამსს, ჯეიმს მაკვოის და საკუთარ ქალიშვილს გადასცა.
გულახდილი ჟოზე
საიდუმლო არ არის, რომ მოურინიო საკმაოდ ბევრ ადამიანს არ მოსწონს, თუმცა ჟოზე ამის გამო არ ნერვიულობს. “იესოც არ მოსწონდა ყველას და ჩემზე ხომ საუბარიც ზედმეტია” – ანაცხადა ერთხელ პორტუგალიელმა.
მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოურინიოს პირადად არ იცნობს ჩანს, რომ ის გულის სიღრმეში კეთილი ადამიანია. სითბოს ის საკუთარი ოჯახის გარდა, უხცო ადამიანების მიმართაც იჩენს. ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს ჟოზე წამოდგა და დარბაზში მყოფი ჟურნალისტი მოიკითხა. რჩეული რეგს მარტელი გახდა, რომელმაც სიმსივნე დაამარცხა და საკუთარ სამსახურს დაუბრუნდა
ღვინო “რუსი მოურინიოსთვის”
მოსკოვის ცსკა-ს მწვრთნელ ლეონიდ სლუცკის ადგილობრივმა ჟურნალისტებმა რუსი მოურინიო შერაქვეს. როცა ამის შესახებ პორტუგალიელმა მოურინიომ შეიტყო, მან თავის რუს კოლეგას ღვინო გადასცა. რუსეთიდან კი საჩუქრად არაყი მიიღო. “ალკოჰოლური ბარტერი” 2010 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე მოხდა.
მოურინიოს მილიონი
2009 წელს ათასობით ბრიტანელმა ელექტრონულ პოსტაზე საინტერესო წერილი მიიღო: “გამარჯვეა! მესმის, თქვენ გკვირთ, მაგრამ ჩემს ანგარიშზე მილიონი გირვანქაა. გამომიგზავნეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ ღირებული საახალწლო საჩუქრები. ჟოზე მოურინიო”. როგორც შემდეგ გაირკვა ეს უბრალო სპამი ყოფილა, მაგრამ, როდესაც ამის შესახებ მოურინიომ გაიგო მან რამდენიმე ოჯახს მართლაც გაუკეთა საჩუქრები და ხუმრობით ისიც აღნიშნა, რომ ჟოზე სიტყვის კაცია.
როგორ უნდა წააგო მატჩები
ცოტა ხნის წინ “ჩელსი” ინგლისის თასზე “ბრედფორდთან” სენსაციურად 4:2 დამარცხდა. არადა ლონდონელები შეხვედრას ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, თუმცა შემდეგ სასწაული მოხდა. მატჩის შემდეგ მოურინიომ ძალიან ღირსეული კომენტარი გააკეთა: “რა მოხდა? ეს ფეხბურთია და ის შესანიშნავია. ჩვენთვის კი დღევანდელი მარცხი დიდი სირხვილია”
ინტევიუს შემდეგ მოურინიო “ბრედფორდის” გასახდელში შევიდა და წარმატება მეტოქე გუნდის თითოეულ ფეხბურთელს პირადად მიულოცა.
“ასეთ დამოკიდებულებას პირველად ვხედავ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო წუთებია” – განაცხადა “ბრედფორდის” ნახევარმცველმა ენდრიუ ჰოლიდეიმ.