Special One: ჟოზე მოურინიოს რეზონანსული ქმედებები (პირველი ნაწილი)
ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა მსოფლიოს თავი კარგ შედეგებთან ერთად მრავალი რეზონანსული ქმედებით დაამახსოვრა.
კასილიასი და ჩეხი სათადარიგოთა სკამზე
ჟოზე მოურინიოს ლექსიკონში სიტყვები “ავტორიტეტი” და “სუპერვარსკვალვი” უბრალოდ არ არსებოს. პორტუგალიელს თამამი საკადრო გადაწყვეტილებების არასდროს ეშინოდა. მისი მკაცრი ვერდიქტი საკუთარ თავზე ძალიან ბევრმა ტოპ მოთამაშემ იგრძნო.
ყველაზე ხმაურიანი ისტორიები კი მეკარეებს შეემთხვათ. “რეალში” მოურინიომ თადარიგში იკერ კასილიასი გადაიყვანა. ის, რომ იკერი ძველებურად დამაჯერებელი აღარ არის ფაქტია, მაგრამ მადრიდელთა კაპიტანი “სათასო მეკარის” სტატუსს ნამდვილად არ იმსახურებს. ანალოგიური რამ მოურინიომ პეტერ ჩეხის შემთხვევაში გააკეთა, რომელსაც ახალგაზრდა კურტუა ამჯობინა. ამ გადაწყვეტილებებს დღესაც აქტიურად განიხილავენ და საკითხის შესახებ ბევრსაც საუბრობენ, თუმცა მოურინიოს ეს ნაკლებად აღელვებს.
ანეგდოტი ბალოტელის შესახებ
რეალურ ამბავზე დაფუძნებული ცნობილი ისტორია, რომელმაც მსოფლიო მოიარა. ისტორია იტალიელ ფორვარდის და ამბის მთხრობელის ხასიათს ნათლად წარმოგიდგენთ.
ემოციურად აღნიშნული გოლები
ჟოზე საკუთარი გუნდის კარგ თამაშზე განსხვავებულად რეაგირებს. გადამწყვეტ მომენტში გატანილი გოლის შემდეგ მას შეუძლია ერთადერთ მშვიდად მყოფ ადამიანად დარჩეს სათადარიგოთა სკამზე.
– “თავიდან “ინტერში” მოურინიო მაღიზიანებდა. მე საოცარ გოლები გამქონდა, ის კი ამას ჩვეულებრივად აღიქვამდა” – იხსენებს იბრაჰიმოვიჩი.
თუმცა, ზოგჯერ მოურინიო თავს ვერ იკავებს და გოლებს აუტის ხაზთან სირბილით აღნიშნავს. პირველად მსგავსი რამ ჟოზემ 2004 წელს გააკეთა, როცა მისმა “პორტომ” “მანჩესტერ იუნაიტედს” აჯობა.
კონფლიქტები გულშემატკივრებთან
მოურინიოს ურთიერთობას გულშემაკივრებთან იდეალურს ვერ დაარქმევ. მიუხედავად ჟოზეს პერმანენტული წარმატებებისა, ფანები ნაწილი მის საფეხბურთო ფილოსოფიას არ იზიარებს. თუმცა, პორტუგალიელი სპეციალისტი ასეთ ფაქტებს მშვიდად ხვდება.
– “ბერნაბეუზე” მისტვენდნენ? ასეთ პატივი ზიდანს, რონალდოს და კრიშტიანუს ხვდათ წილად. რითი ვარ მათზე ნაკლები? – ამბობდა ჟოზე სამი წლის წინ.
– “თითქოს ცარიელ სტადიონზე ვთამაშობთ. “ჩელსის” პრემიერლიგის 20 გუნდიდან ყველაზე ცუდი მხარდაჭერა აქვს” – ეს კი მოურინიოს შედარებით ახალი ფრაზაა.
თუმცა ჟოზეს მთავარი არგუმენტი გულშემატკივრებთან კამათის დროს გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგია, რომელიც ხშირ შემთხვევაში დადებითია.
“მე განსაკუთრებული ვარ”
ჟოზე მოურინიომ ინგლისური კარიერა ხმაურიანი პრესკონფერენციით დაიწყო. “მე ევროპის ჩემპიონი (პორტოსთან ერთად) ვარ და ვფიქრობ, რომ განსაკუთრებული ვარ” – ეს ფრაზა ინგლისელმა ჟურნალისტებმა კარგად დაიმახსოვრეს და დღემდე ჟოზეს Special one-ს ეძახიან.