სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში

თარიღი: მაისი 7, 2014

დღეს, „მიხეილ მესხის“ სტადიონის მედია ცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც  სპეციალური ოლიმპიადის ევროპული საფეხბურთო ტურნირის თბილისში გამართვას ეხებოდა. პრესკონფერენციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორი – არჩილ არველაძე, საქართველოს სპეციალური ოლიმპიადის ეროვნული დირექტორი – ჟანა გოცირელი და კომპანია „For Sport“ – ის წარმომადგენელი – ნუცა მალაშხია ესწრებოდნენ.

14-18 მაისს, თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება სპეციალური ოლიმპიადის ევროპული ტურნირი ფეხბურთში. მასში მონაწილეობას მიიღებს 230-ზე მეტი ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენი 14 ქვეყნიდან – ბელგია, ლუქსემბურგი, საფრანგეთი, იტალია, დანია, უნგრეთი, პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, რუსეთი და საქართველო. აქედან, 6 ქალთა და 12 ვაჟთა გუნდია.

16 მაისს, ტურნირის გახსნის ცერემონია დაიწყება ოლიმპიური ჩირაღდნის გარბენით თავისუფლების მოედნიდან „მიხეილ მესხის“ სტადიონამდე. გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც ამით სპეციალური ოლიმპიადის მხარდაჭერას გამოხატავენ.

ეს ტურნირი ევროპის მასშტაბით და სპეციალური ოლიმპიადის ეგიდით 17-25 მაისს ტარდება და მისი მხარდამჭერი UEFA RESPECT-ია. ამით ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საფეხბურთო თანამეგობრობაში გაერთიანების  ხელშეწყობა ხდება.

ტურნირის ორგანიზატორებთან და მხარდამჭერებთან ერთად მოგმართავთ, გამოხატოთ თქვენი დადებითი დამოკიდებულება ინტელექტუალური შეძღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ და დაესწროთ ამ მასშტაბურ ღონისძიებას, უგულშემატკივროთ ქართველ სპეციალურ სპორტსმენებს და ერთად დავეხმაროთ მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში. გელოდებით ყველას „მიხეილ მესხის“ სტადიონზე!

სფფ-ის პრესსამსახური

televizorebi - ტელევიზორები
მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ოთარ კაკაბაძე “კრაკოვიაში” ითამაშებს

საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე ამიერიდან “კრაკოვიას” ღირსებას დაიცავს. 25 წლის ფეხბურთელმა პოლონურ კლუბთან […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავს” “დინამოსთან” სკამზე 1 მეკარე და 6 თავდამსხმელი ჰყავდა

ეროვნული ლიგის მე-16 ტურში “დინამო ბათუმმა” “თელავს” უმასპინძლა და 3-0 მოუგო. ბათუმი გამარჯვების შემდეგ 36 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი პაპავა: “მსაჯებო, გაახილეთ თვალები”

თბილისის “დინამოს” კაპიტანმა, გიორგი პაპავამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და ეროვნული ლიგის მსაჯებს მიმართა. 9 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ცხადაძემ პირველ მატჩში “შუქურას” ვერ მოუგო

“დინამო თბილისმა” კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი გამართა და ეროვნული ლიგის მე-15 ტურში “შუქურას” 1-1 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისმა კაშია თავისთან წაიყვანა

“სლოვანის ბრატისლავის” მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გუნდში გურამ კაშია წაიყვანა. 33 წლის კაშიას რამდენიმე შემოთვაზება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია: “ქართველი გულშემატკივრებითვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ფეისბუქ გვერდზე ხვიჩა კვარაცხელიასთან ჩაწერილი მოკლე ინტერვიუ გამოქვეყნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელი საუბრობს იმაზე, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია საფრანგეთში?

ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე “სოშო” გურამ კაშიათია დაინტერესებული. საქართველოს ნაკრების ვიცე...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარაცხელია: “სადაც უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ, იქ მიმიწევს გული”

ყაზანის “რუბინისა” და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში გადაცემაში “სპორტის საათი...
წაკითხვა
ფეხბურთი

მიქაუტაძეს გერმანიის ბუნდესლიგაში ეპატიჟებიან

ბუნდესლიგაში დაწინაურებული “ფიურტი” გუნდის გაძლიერებას ცდილობს და რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელთან ერთად, ახალგაზრდა მოთამაშეების დამატებაც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩაკვე ბრუნდება! – ვარჯიშზე მარცხენათი შეაგდო (ვიდეო)

გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის “დინამოს” ბაზაზე ვარჯიშობს და რამდენიმე დღეში ბელგიაში დაბრუნდება. “გენტი” ჩაკვეს ვარჯიშის ერთ-ერთ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

სანიოლი: “მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნიდერლანდებთან ამხანაგურ შეხვედრაში განცდილი მარცხის (0:3) შემდეგ პრესკონფერენცია [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

მემფის დეპაის კომენტარი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ნიდერლანდების ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, მემფის დეპაიმ საქართველოსთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “თუ რაღაც მცირე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქართველი ფეხბურთელების დასაფასებელი საქციელი ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ (ფოტო)

6 ივნისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად ნიდერლანდებს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა. ქალაქ ენსხედეში გამართულ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დე ბური: “ფეხბურთელები ჩემს დავალებებს კარგად ასრულებდნენ”

ნიდერლანდების ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა საქართველოსთან გამარჯვების (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “ფეხბურთელები ჩემს [&hellip...
წაკითხვა