სფფ-ის 26-ე ყრილობა ჩატარდა

თარიღი: ივნისი 29, 2016

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის 26-ე ყრილობა სასტუმრო ჰუალინგის ცენტრალურ დარბაზში შედგა. ჰუალინგ თბილისი დღეიდან ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური პარტნიორი გახდა. ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისსა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის ყრილობის დაწყებამდე თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.

ლევან კობიაშვილმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ლეგენდარული ფეხბურთელები – სლავა მეტრეველი და დავით ყიფიანი გაიხსენა. ყრილობის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს იმ ადამიანთა ხსოვნას, რომლებიც წინა ყრილობიდან დღემდე გამოაკლდნენ საფეხბურთო სამყაროს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ მოხსენებაში იმ მიღწევებსა და პროექტებზე ისაუბრა, რაც ფედერაციაში ახალი გუნდის მოსვლის დღიდან განხორციელდა. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კომერციული სექტორის წარმომადგენლებს, მათ შორის საქართველოს ეროვნული ნაკრების სპონსორს – VTB-ს, კოკა-კოლას, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ფედერაციასთან ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ახალ პარტნიორს – ჰოტელს ენდ პრეფერენსის ჰუალინგ თბილისი. ლევან კობიაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იზრდება კერძო სექტორის დაინტერესება, რაც ძალიან სასიკეთო მოვლენაა ქართული ფეხბურთისათვის.

მოხსენებაში პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა ქვეყანაში მასობრივი ფეხბურთის განვითარების მნიშვნელობა. მან მოკლედ მიმოიხილა ის პროექტები, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის გაზრდისთვის უკვე დაიწყო, მათ შორისაა: მოყვარულთა ლიგა, კოკა-კოლას თასი 2016, რეგიონთა თასი, რომლის ფარგლებში ქვეყნის ყველა რეგიონში 13 წლამდე ბავშვთა რეგიონული ნაკრებები შეიქმნა. ეს პროექტი მიზნად ისახავს ახალგაზრდა ნიჭიერი ბავშვების აღმოჩენას მთელი ქვეყნის მასშტაბით. ლევან კობიაშვილი ქვეყანაში ქალთა ფეხბურთის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ამ მიმართულების განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ქალთა ფეხბურთის რეგულარული ჩემპიონატის ჩატარება, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2016 წლის 26 აპრილს დაიწყო.

მან ასევე ისაუბრა ფუტსალის ჩემპიონატზე, რომელიც წარმატებულად ჩატარდა ფუტსალში დიდი გამოცდილების მქონე სააგენტო SBM-თან ერთად.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა საკუთარ გამოსვლაში ხაზი გაუსვა იმ სიახლეს, რომელიც მნიშვნელოვანი საფეხბურთო მატჩების მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარებას გულისხმობს. წელს, საქართველოს დავით ყიფიანის თასის ფინალს, არსებობის ისტორიაში პირველად, ქუთაისმა უმასპინძლა.

მოხსენების ერთ-ერთი თემა იყო ჩემპიონატის ახალი ფორმატიც, რომელიც მნიშვნელოვანი მოვლენა და სიახლე იქნება ქართული საკლუბო ფეხბურთისათვის. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა წარმატებები უსურვა მათ, ვინც აგვისტოშისაქართველოს ჩემპიონობისათვის ბრძოლაში ჩაებმება და ასევე თითოეულ იმ კლუბს, რომელიც სხვადასხვა ლიგაში ასპარეზობს და შესაბამისი მიზნებისათვის იბრძოლებს.

ლევან კობიაშვილმა ასევე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში სპორტული სამართლიანობის დაცვის სამსახურის შექმნის თაობაზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.ეს სამსახური აქტიურად უწევს მონიტორინგს ყველა იმ საფეხბურთო მატჩს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ტარდება.

მოხსენების ერთ-ერთი მთავარი თემა საფეხბურთო-საგანმანათლებლო პროექტებიც იყო. ლევან კობიაშვილმა მწვრთნელთა განათლების უმაღლესი საფეხურის პროცესის დასრულების მნიშვნელობა აღნიშნა. პირველად, საქართველოში გაიცა უეფას პრო-ლიცენზია. პრეზიდენტმა მწვრთნელებს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. საგანმანათლებლო პროექტების ჭრილში მან ასევე ისაუბრა უეფას პროექტზე – სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და მსმენელებს საშუალება ექნებათ საერთაშორისო კურსი ქართულ ენაზე გაიარონ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, სფფ-ს გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა საზოგადოებას აუდიტის დასკვნა გააცნო. დასკვნა მომზადებული იყო დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის „ფინანსური მართვის ჯგუფის“ მიერ, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2010 წლიდან თანამშრომლობს და ასახავდა იმ საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც ფეხბურთის მმართველი ორგანოს ახალ ხელმძღვანელობას დახვდა.

„საბიუჯეტო დეფიციტი გამოიწვია საბანკო სესხებმა, სხვადასხვა ორგანიზაციის მიმართ დავალიანებამ, უეფა-დან და ფიფა-დან გადმორიცხული თანხების წინასწარ და არამიზნობრივმა დახარჯვამ, ასევე კერძო პირებზე გაცემულმა თანხებმა და უპროცენტო სესხებმა და შემდეგ ამ თანხების ჩამოწერამ.

ამ ეტაპზე ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ზემდგომ საფეხბურთო ორგანოებთან, რათა თავიდან ავირიდოთ შესაძლო სანქციები და მოხდეს ვალდებულებების რესტრუქტურიზაცია.

ფინანსური ვალდებულებების გარდა არის პრობლემები კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში, რომელთა ფინანსური მხარე ჩვენს მოსვლამდე დაუგეგმავი იყო. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომელიც უეფას ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ჩვენ ვაცნობიერებთ მათი დასრულების აუცილებლობას. ამიტომ დამატებითი სახსრები გვაქვს მოსაძიებელი.“- განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

აუდიტის დასკვნის შემდეგ, დღის წესრიგის შესაბამისად, 26-ე ყრილობაზე კენჭი უყარეს ფეხბურთის ფედერაციის ხუთ სუბიექტს. ღია კენჭისყრით გადაწყდა,რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წევრები აღარ იქნებიან: საფეხბურთო სკოლების ასოციაცია, საქართველოს ინვალიდ-ამპუტანტთა ლიგა, საქართველოს ეზოს ფეხბურთის ასოციაცია, საქართველოს ბიჩ სოკერის ასოციაცია და ს.კ. რუსთავის “მეტალურგი”. დღესვე ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წლის მთავარ ღონისძიებაზე სფფ-ს წესდებაში ცვლილება განხორციელდა, კერძოდ, სფფ-ს წესდების 71-ე მუხლში. ცვლილება გულისხმობს, რომ საკლუბო ლიცენზირება უმაღლესი ლიგის გარდა სხვა ლიგებსაც შეეხება.

დღის წესრიგის შესაბამისად ყრილობამ დაამტკიცა 2015 წლის ფინანსური ანგარიში და 2016 წლის ბიუჯეტი. დღესვე, ყრილობის დასასრულს, დელეგატებმა დამოუკიდებელი აუდიტის დამტკიცების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღევანდელ ყრილობაზე ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა შვიდი ადამიანი. წელს პრეზიდენტისგან ჯილდო მიიღეს ტარიელ ხეჩიკაშვილმა, რომან ფიფიამ, ბესიკ ჩიხრაძემ, გურამ რუხაძემ, ილია კოკაიამ, ფრიდონ ინჯიამ და ლექსო თოფურიამ.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

აქამდე უცნობი ვიდეო: რა დაემართათ ირლანდიელ ფანებს თბილისში (ვიდეო)

12 ოქტომბერს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ეროვნული ნაკრები “დინამო არენაზე” ირლანდიას დაუპირისპირდა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩემპიონობა ბათუმს? – “ლოკომოტივმა” “დინამოს” 94-ე წუთზე მოუგ

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის თბილისურ დერბიში “დინამომ საკუთარ მოედანზე “ლოკომოტივი” მიიღო და 94-ე წუთზე თორნიკე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” ბავშვებმა მოქმედ ჩემპიონთან ღირსეულად წააგეს

ეროვნული ლიგის 31-ე ტური ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “საბურთალოს” შეხვედრით განახლდა. “ტორპედოში” არსებული ფი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” “საბურთალოსთან” მატჩში სათადარიგოთა რიგებში 13 წლის მეკ

საქართველოს Crystalbet ეროვნული ლიგის 31-ე ტურში ქუთაისის “ტორპედო” წყალტუბოში “საბურთალოს” მასპინძლობს. ყველასათვის ცნობილია,...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა ჩხეტიანი: “ასეთი რაღაც მსოფლიოში შეიძლება ერთხელ მოხდეს”

ქუთაისის “ტორპედოს” მთავარმა მწვრთნელმა, კახა ჩხეტიანმა “საბურთალოსთან” გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. “მხოლოდ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება ქართულ ფეხბურთში? “ვიტ ჯორჯიამ” ვარჯიში შეწყვიტა

ქუთაისის “ტორპედოს” შემდეგ ეროვნული ლიგის აუტსაიდერი, თბილისის “ვიტ ჯორჯია” დიდ ფინანსურ კრიზისშია და გავრცელებული ინფორმაციით...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედო” “საბურთალოს” 17 და 19-წლამდელებით ეთამაშება

ქუთაისის “ტორპედოს” სოციალურ გვერდზე ოფიციალური განცხადება გამოქვეყნდა. “19 ოქტომბერს “ტორპედო” წყალტუბოში კრისტალბეთ ეროვნული ლიგის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვაისი: “ხარაიშვილის ტრავმამ გუნდზე უარყოფითად იმოქმედა”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა გიბრალტართან მოგებული მატჩის (2:3) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “რა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვინ იყო საუკეთესო გიბრალტართან მატჩში?

საქართველოს ეროვნულმა ნაკრება ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 მატჩში გიბრალტარს ძალიან მძიმედ, 2-3 მოუგო. შეხვედრის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარს სტუმრად ძლივს მოუგო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-7 შეხვედრაში გიბრალტარს ესტუმრა და მძიმედ, 2-3 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

3-დან 3 – საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიას მოუგო

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ხორვატიის ნაკრები 2-0 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გოლები გულიაშვილისა და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიბრალტარი – საქართველო (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრები სუმტრად გიბრალტარს დაუპირისპირდება. უკვე ცნობილია, თუ […]...
წაკითხვა