სფფ-ის აკადემიის გუნდების სადებიუტო მატჩები მაკედონიაში
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის 2002 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა მაკედონიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე სადებიუტო მატჩი მოიგო. 14-წლამდე ქართველმა ფეხბურთელებმა მაკედონიელი თანატოლები 3:2 დაამარცხეს. პაატა მეტრეველის გუნდიდან გოლები თოხაძემ, შალიკაშვილმა და გაგნიძემ გაიტანეს.
14-წლამდე აკადემიის გუნდი: კაპანაძე, ტეფნაძე, შალიკაშვილი, ჩინჩალაძე, ვოსკანოვი, ფოცხვერია, ტალახაძე, ჟივიძე, დვალი, თოხაძე, მირზიკაშვილი.
სათადარიგო: უგრეხელიძე, თოფაძე, ლატარია, მარტყოფლიშვილი, რობაქიძე, სიჭინავა, კვარაცხელია, ჯგუნჯგია, თავზარაშვილი, დარსაველიძე, გაგნიძე.
მთავარი მწვრთნელი: პაატა მეტრეველი
გოლები: თოხაძე (3), შალიკაშვილი (61), გაგნიძე (80)
ოთხთა ტურნირი მაკედონიაში ორ ასაკობრივ ჯგუფში იმართება. სფფ-ს აკადემიის 2001 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა გუნდმა პირველ შეხვედრაში ბელორუსის წინააღმდეგ ითამაშა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა. პენალტების სერიაში კი გიორგი ნემსაძის გუნდი 2:4 დამარცხდა.
15-წლამდე აკადემიის გუნდი: ჩიკაშუა, აბზიანიძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, აშორდია, ჩოთალაშვილი, მემარნე, მესიაჩენკო, გაგუა, ქვარაია, გულიაშვილი
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
გოლები: გულიაშვილი (21), ჩოთარიშვილი (58)
ტურნირის მეორე ტურის შეხვედრები 18 მაისს გაიმართება.
სფფ-ის პრესსამსახური