სფფ-ის ახალი პროექტი გულშემატკივართათვის

თარიღი: დეკემბერი 14, 2017

ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, 13 დეკემბერს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორმა ახალი პროექტი განიხილეს, რომელიც სწორედ საფეხბურთო კლუბების გულშემატკივართა მხარდაჭერას ისახავს მიზნად. კლუბების მხრიდან, შეხვედრას ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის დირექტორები, ფან-კლუბების წარმომადგენლები და გულშემატკივართა მეკავშირეები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მასპინძლებმა სტუმრებს  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტი გააცნეს. ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა  დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც, ახალ სეზონში ფან-კლუბებს მნიშვნელოვანი სიახლეები და მხარდაჭერა ელით. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელებმა დამსწრეთა კითხვებსაც ამომწურავად უპასუხეს და მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს დღეებში გაფორმდება მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც კლუბები ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში ფანებისთვის საჭირო ატრიბუტიკის, საგარეო მატჩებზე მგზავრობისა თუ სხვადასხვა აქტივობისთვის საჭირო დაფინანსებას მიიღებენ.

„ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად, სხვადასხვა ახალ პროექტზე მუშაობს. მათ შორის, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა ფან-კლუბების პროექტი, რომელიც ეროვნული ლიგასა და ეროვნულ ლიგა 2-ში ფანების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება- კერძოდ, 2017 წელს 20-ვე კლუბს ექნება უფლება მოითხოვოს და მიიღოს ფან-კლუბისათვის აუცილებელი ატრიბუტიკა. ყველა კლუბს შეუძლია თავად განსაზღვროს, რა ჭირდება მის ფან-კლუბს და ამის შემდეგ ინდივიდუალური მოთხოვნა წამოაყენოს…ხოლო 2018 წელს, ეროვნული ლიგისა და ლიგა 2-ის 360-ვე შეხვედრაზე სტუმარი გუნდის ფანკლუბის გადაადგილებას, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდთან ერთად დააფინანსებს. ეს ნიშნავს იმას, რომ გულშემატკივარს საშუალება ექნება მისი საყვარელი კლუბის გასვლით მატჩებსაც დაესწროს,“- აღნიშნა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.

Gff.Ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელის გარეშე – ვინ გადაიყვანა ლოჩოშვილი იტალიაში?

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიურ “კრემონეზეში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ლოჩოშვილი სააგენტო Player agents-ში არის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის საქართველო? – სომხეთი ევროპაზე, აზერბაიჯანი ჩემპიონთა ლიგაზე

ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე გამოსვლა სულ რაღაც 22 დღეში დაასრულეს. აზერბაიჯანულმა “ყარაბაღმა” ჯერ ბათუმის “დინამოს” 5-0 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეხბურთის ფედერაციამ უარი თქვა” – რატომ არ წავიდა აზაროვი ამერიკაში?

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმში” ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა. “ის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” წარუმატებელი ლეგიონერობა – რა ვერ ხდება ბათუმში?

ბათუმის “დინამოში” ამჟამად მხოლოდ 3 ლეგიონერი ირიცხება – მილან რადინი, ოლექსანდრ აზაცკი და ბენჟამინ ტეიდი. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ხვიჩას ბოლომდე ენდობა- შემცვლელი მხოლოდ იანვარში!

“ნაპოლი” გუნდის გაძლიერებას ახალგაზრდებით განაგრძობს და ამჯერად, “ბოდო გლიმტის” 23 წლის შემტევს, ოლა სოლბაკენს იმატებს. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

არ გამოუვიდა არველაძეს, გამოუვა კომპანის? მიქაუტაძე ინგლისში

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიაქაუტაძეთი “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი არის დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” დიდი შეცდომა – რეალურად რამდენს მიიღებენ აზაროვში?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას და მამარდას გუნდები ძალიან სუსტდებიან

“ნაპოლი” სერია A-ს დაწყების შემდეგ საკმაოდ დასუსტდა და გუნდი ლიდერებმა დატოვეს. ლორენცო ინსინიე “ტორონტოში” წავიდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ “ლორიენში” გააგრძელებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარი სარდლიშვილი: “ჯაბა კანკავა სტადიონიდან გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ&#

სოციალურ ქსელში მარი სარდლიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. სარდლიშვილი შვილთან ერთად “ოლიმპიაკოსი” – “სლოვანის” მატჩს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოში” ცვლილებებია – რა ხდება გუნდში?

თბილისის “დინამოში”, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაყიდვა დაანონსა, გარკვეული ცვლილებები მოხდა. “დინამოდან”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონამ” ლევანდოვსკი წარადგინა

33 წლის პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” ფეხბურთელად ოფიციალურად წარადგინეს. ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ღირს...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მილანს” ჩემპიონობის გამეორება სურს

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ კლუბის საზაფხულო სატრანსფერო საქმიანობა შეაფასა და 2022-2023 წლების სეზონის მიზანზეც [&hellip...
წაკითხვა