სფფ-ის ხელმძღვანელები კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ (ვიდეო)

თარიღი: დეკემბერი 20, 2016

20 დეკემბერს, ქობულეთში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგების კლუბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

შეხვედრისას განვლილი სეზონი შეაჯამეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დეტალურად ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო სტრატეგიაზე და ფეხბურთის განვითარებაში კლუბების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

„უპირველესად, მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო კლუბების წარმომადგენლებს, ასეთი შეხვედრები უკვე ტრადიციად იქცა. მოხარული ვარ, რომ მათი მხრიდან იზრდება დაინტერესება. გავაანალიზეთ განვლილი სეზონი, ასევე ვისაუბრეთ ახალ ჩემპიონატზე და მნიშვნელოვან საკითხებზე,“- განაცხადა ლევან კობიაშვილმა.

განხილულ თემებს შორის მომავალი ჩემპიონატის ფორმატი, კლუბების ლიცენზირების, სპორტული სამართლიანობის დაცვისა და სხვა აქტუალური საკითხები იყო. ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ კლუბების დაფინანსების შესახებ ისაუბრა. შეხვედრის მონაწილეებმა ცენტრალიზებული მარკეტინგის სისტემის შესახებაც მიიღეს ინფორმაცია, რომელიც სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციასა და ფეხბურთის, როგორც კომერციული სექტორისთვის მიმზიდველი პროდუქტის შექმნას ისახავს მიზნად.

შეხვედრის მეორე ნაწილში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა კლუბების წარმომადგენლების ინიციატივები და პრობლემები მოისმინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

კლუბების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მსგავსი კომუნიკაცია ფეხბურთის ფედერაციასა და კლუბებს შორის მნიშვნელოვანია, როგორც კლუბების, ისე ზოგადად, ფეხბურთის წინსვლისთვის.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ემოციური კადრები – კარლო ანჩელოტიმ ცრემლები ვერ შეიკავა (ვიდეო)

28 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ევერტონმა” საკუთარ მოედანზე “ლიდსი” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძემ უნგრეთში ისევ გაიტანა (ვიდეო)

ბუდუ ზივზივაძის გოლი “ზალაეგერსეგის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიას ჰეთრიკი კვიპროსში (ვიდეო)

გიორგი ქვილითაიამ “ენოსისთან” ჰეთრიკი შეასრულა. 2 პენალტს ბოლოს საჯარიმოდან გოლიც დაუმატა და “ანორთოსისს” აუტსაიდერთან 3 [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ბერიძის ბრწყინვალე გოლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

“უიპეშტი” 1:1 “პაკში” გიორგი ბერიძის ბრწყივნალე გოლი “პაკშის” კარში იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
ფეხბურთი

უინკსმა “ლუდოგორეცს” მოედნის ცენტრიდან გაუტანა (ვიდეო)

ლონდონის “ტოტენჰემსა” და “ლუდოგორეცს” შორის მიმდინარე მატჩის 63-ე წუთზე ჰარი უინკსმა ულამაზესი გოლის გატანა შეძლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე: ‘საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა არ მინდა და ამას თავისი ახსნა აქვს&

ტაშკენტის “ფახთაქორის” მთავარმა მწვრთნელმა, შოთა არველაძემ განაცხადა, რომ მას რამდენიმე ქვეყნიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა ჯერ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

15 იანვრამდე ყველა სახის სპორტული ღონისძიება შეჩერდება!

დღეს საქართველოს მთავრობა შეზღუდვების შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე გამოაცხადებს, მანამდე კი რამდენიმე გამოცემამ შეზღუდვების პაკეტის […...
წაკითხვა
ფეხბურთი

მანუელ ნოიერის ყვითელი ბარათი “სალბურგთან” მატჩში (ვიდეო)

მიუნხენის “ბაიერნსა” და “სალსბურგს” შორის მიმდინარე მატჩის 24-ე წუთზე მანუელ ნოიერმა ყვითელი ბარათი მიიღო. ბავარიელთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტურო ვიდალმა 6 წამში ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო What was Vidal thinking.. 😂 pic.twitter.com/UvLu1KH12t — ✈️ (@Arrizabalager) November 25, 2020...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარადონას კარიერა ფოტოებით

დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. წარმოგიდგენთ ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის კარიერას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კახა კალაძე გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის

საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და თბილისის მერი კახა კალაძე დაჯარიმებულ გულშემატკივარს ჯარიმას გადაუხდის. “ჯერ არ […]...
წაკითხვა