სფფ-ის სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებები

თარიღი: დეკემბერი 16, 2016

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა მორიგი სხდომა ჩაატარა და აწ უკვე დასრულებული საფეხბურთო სეზონის ბოლო შვიდი საკითხი განიხილა.

სადისციპლინო კომიტეტის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები ასეთია:

1. უმაღლესი ლიგის რეგულაური სეზონის ბოლო ტურში, ბათუმის “დინამოსა” და “საბურთალოს” მატჩისას მასპინძელი კლუბის გულშემატკივართა მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა მსაჯებისა და ოფიციალურ პირთა მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. ასევე “დინამომ” დაარღვია დებულება და ვერ შეძლო სტადიონზე შეცვლებისთვის საჭირო ელექტროტაბლოს ან მისი შემცვლელი მექანიკური ტაბლოს უზრუნველყოფა. სადისციპლინო კოდექსის თანახმად, ბათუმის “დინამო” სკანდირების გამო დაისაჯა 5000 ლარით, ხოლო ტაბლოს არქონის გამო 500 ლარით.

2. უმაღლესი ლიგის პლეიაუტის პირველ მატჩში, ლანჩხუთის “გურიასა” და გორის “დილას” შორის, სტადიონზე მომხდარი არაერთი ინციდენტის გამო შეხვედრის მეორე ტაიმი დაიწყო 6 წუთის დაგვიანებით. მასპინძელმა კლუბმა ვერ შეძლო უსაფრთხოების ზომების სათანადოდ დაცვა, რასაც მოჰყვა 10-15 კაციან გულშემატკივართა ჯგუფის მიერ მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფურთხება და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. რასაც დაემატა ფეხბურთელთა გასასვლელ გვირაბში მსაჯების მიმართ კლუბის თანამშრომელთა მხრიდან გამოჩენილი აგრესიაც. სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, “გურია” დაჯარიმდა 10 000 ლარით.

3. უმაღლესი ლიგის პლეიაუტის საპასუხო მატჩში, ქობულეთის “შუქურას” და ბოლნისის “სიონის” დაპირისპირებაში დაფიქსირდა რამდენიმე ინციდენტი. “შუქურას” გულშემატკივრების მხრიდან მატჩისას მეტოქის მიმართ გამოყენებული შეურაცხმყოფელი სკანდირების და მიუღებელი ლექსიკის გამო, კლუბი დაჯარიმდა 5000 ლარით და “ჩელე არენაზე” 3-თამაშიანი დისკვალიფიკაციით.

“სიონის” ფეხბურთელები – წითელი ბარათით გაძევებული დავით ხურცილავა, კაპიტანი დავით სვანიძე და ჯაბა უგულავა, მსაჯების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის გამო, დაისაჯნენ. ხურცილავა 5 მატჩით და 1200 ლარით. სვანიძე – 4 მატჩი და 800 ლარი. უგულავა – 3 მატჩი და 800 ლარი.

მეკარეთა მწვრთნელი დავით ასლანაძე მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში ასლანაძეს 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა. “სიონის” გუნდის უფროსი ლაშა ალიმბარაშვილი, მატჩის შემდეგ მსაჯის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობისათვის დაისაჯა 2500 ლარით და ერთწლიანი პირობითი დისკვალიფიკაციით. განმეორებით შემთხვევაში მასაც 6 თვით აეკრძალება საფეხბურთო საქმიანობა.

4. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 2002 წელს დაბადებულ ჭაბუკთა ელიტ-ლიგაში, “ავაზა” – “საბურთალოს” მატჩის შემდეგ, “საბურთალოს” გულშემატკივრებმა გამოიჩინეს აგრესია და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მსაჯებს. გუნდის მწვრთნელმა ვლადიმერ მუსერიძემ კი მსაჯთა ოთახში შესვლა შეძლო და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მათ. სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, “საბურთალო” დაჯარიმდა 3000 ლარით, ხოლო ვლადიმერ მუსერიძეს 2017 წლის 29 ნოემბრამდე აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა.

5. თბილისის ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ “მერიის თასის” გათამაშებაში 2004 წელს დაბადებულთა შორის, სულაქველიძის აკადემია მასპინძლობდა თბილისის “ლოკომოტივს”. შეხვედრა მე-20 წუთზე შეწყდა, როცა აკადემია 1:0 იგებდა. “ლოკომოტივის” მწვრთნელმა კოტე მელქაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მსაჯებს, რასაც “ლოკომოტივის” გულშემატკივართა პროვოცირება, მათი მოედანზე შეჭრა და მსაჯის ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. საფეხბურთო კლუბი “ლოკომოტივი” დაისაჯა 3000 ლარით. მაყურებელთა პროვოცირებისა და მსაჯთა სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კი კოტე მელქაძეს აეკრძალა საფეხბურთო საქმიანობა 2017 წლის 1 ივნისამდე.

6. 17-წლამდელთა ლიგაში ლანჩხუთის “გურიასა” და მარტვილის “მერანის” მატჩში, მასპინძელთა გულშემატკივრის მხრიდან დაფიქსირდა მსაჯის სიყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, “გურია” დაჯარიმდა 1000 ლარით.

7. 19-წლამდელთა ლიგის ნახევარფინალში, ქუთაისის “ტორპედოსა” და თბილისის “დინამოს” შეხვედრისას, ქუთაისელთა გულშემატკივრების მხრიდან მოხდა მსაჯების მიმართ შეურაცხმყოფელი სკანდირება. “ტორპედო” დაჯარიმებულია 100 ლარით.

წყარო: Gff.Ge



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გაოცებული მამუკა ჯუღელი და Ishowspeed-ის ყეფა მესის გამოცხადებისას (ვიდეო)

ცნობილმა Youtuber-მა Ishowspeed-მა Ballon d’Or-ის დაჯილდოებაზე ერთ-ერთი საუკეთესო სოლო შოუ შექმნა. ერთ-ერთ მომენტში, როცა მესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარა თავისი ძმის ვიდეოს აქვეყნებს – “თორნიკე ხვიჩაზე უკეთესია!”

ხვიჩა კვარაცხელია თავისი პატარა ძმის, თორნიკეს ვიდეოს აქვეყნებს, სადაც თორნიკეს ძალიან მაგარი მომენტებია. ხვიჩას პირველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ერთი მშიშარა, ნარცისი ბალოტელია, მეორე პროფესიონალი”

იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო დე პაოლამ ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეოას შესახებ ისაუბრა. “კვარა ლეაოზე უკეთესი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფანები “აიაქსში” არველაძის დანიშვნას ითხოვენ!

ამსტერდამის “აიაქსმა” მორის სტეინი გაათავისუფლა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. “აიაქსის” ფანების ნაწილი გუნდში შოთა [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოსიმენი: “კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია”

“ნაპოლის” ნიგერიელმა ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. “კვარაცხელია ჯადოქარია. ჩვენ ერთმანეთთან ბრწყინვა...
წაკითხვა
ფეხბურთი

ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელია! შეასრულააა (ვიდეო)

ხვიჩა კვარაცხელიამ “ვერონას” წინაააღმდეგ დუბლი შეასრულა. ⚽️ 𝐆𝐎𝐀𝐋 | Verona 0-3 Napoli | Kvaratskheliapic.twitter.com/Pz6vgIZZEd — [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ოსიმენის უღირსი საქციელი – რაში ედება ბრალი ნიგერიელს?

ვიქტორ ოსიმენის დის ქმარი, ოსიტა ოკოლო სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და “ნაპოლის” ნიგერიელ ფორვარდს დის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სტეინი იბიცადან არ გიყურებდა?” – ნიდერლანდელი ფანები მიქაუტაძეთი აღრთოვ

ჟორჟ მიქაუტაძის პოკერის შემდეგ ნიდერლანდელი გულშემატკივრები “აიაქსის” მთავარ მწვრთნელს, მორის სტეინს მოუწოდებენ, რომ ქართველი ფორვარდის [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება!

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, კრიშტიანო რონალდოს ირანში 99-ჯერ გაროზგვა ემუქრება. გიორგი გველესიანის “პერსეპოლისთან” დაპირისპირების შემდეგ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გარსიას კვარაზე 2.5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს – დღეში 8000 ათასი ევრო

იტალიური პრესის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტი დე ლაურენტისი სერიოზულად ფიქრობს რუდი გარსია ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტიდან [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფედელე: “ლაურენტისის არჩევანმა აღტაცებული დამტოვა”

ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ფედერიკო ფედელემ “ნაპოლის” ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელის შესახებ ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საუკეთესო ამბავი ქართველებისთვის – გარსია და სტეინი…

საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ მთავარ ვარსკვლავს, ხვიჩა კვარაცხელიასა და ჟორჟ მიქაუტაძეს ამჟამინდელ მწვრთნელებთან დადებითი ურთიერთობა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს პირადად მოსთხოვა ხელფასის შემცირება

“ნაპოლის” პრეზიდენტმა დე ლაურენტისმა ერთ-ერთ ლიდერს, პოლონელ პიოტ ზელინსკის ხელფასის შემცირება კიდევ ერთხელ მოსთხოვა. ზელინსკიმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

არაბიძე ისევ არაა, მაგრამ სანდრო არის – სანიოლის განაცხადი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 9 ოქტომბერს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 12 ოქტომბერს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შოთა არველაძე ახალ გუნდს ჩაიბარებს?

შოთა არველაძემ, შესაძლოა, ერთ წლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერა განაახლოს და თურქული “სამსუნსფორი” ჩაიბაროს. “სამსუნმა”...
წაკითხვა